„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5010-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240090.05.001.018122
5010-IIს
27/04/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
010240090.05.001.018122
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 1998 წელი, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „წარმომადგენლობითი ორგანო“ − საქართველოს პარლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს/პრეზიდიუმს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საქართველოს პარლამენტის ბიურო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურო/პრეზიდიუმი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა წყვეტს პირის ლობისტად რეგისტრაციის საკითხს. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პირი ლობისტად რეგისტრირებულად ჩაითვლება.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს პარლამენტის აპარატი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აწარმოებს ლობისტთა რეესტრს, რომელშიც აისახება:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) ცნობა ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ, მისი შეწყვეტის ფორმისა და საფუძვლის მითითებით.“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პარლამენტის აპარატი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია პირის ლობისტად რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უზრუნველყოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი მოწმობით.“.

4. მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ანგარიში  წარედგინება  იმ  თანამდებობის  პირს  (ორგანოს), რომელმაც  მოახდინა პირის ლობისტად რეგისტრაცია, და ინახება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ბოლო ანგარიშის წარდგენის დღიდან 2 წლის განმავლობაში.

5. ანგარიშის წარდგენის დღედ ითვლება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მისი ჩაბარების დღე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 აპრილი 2016 წ.

N5010-IIს