სს ,,საქწყალპროექტი"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კერების მოწვევის თაობაზე

  • Word
სს ,,საქწყალპროექტი"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კერების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21-01/16
დოკუმენტის მიმღები ს.ს."საქწყალპროექტი"
მიღების თარიღი 11/04/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
21-01/16
11/04/2016
ვებგვერდი, 14/04/2016
სს ,,საქწყალპროექტი"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კერების მოწვევის თაობაზე
ს.ს."საქწყალპროექტი"

სააქციო საზოგადოება „საქწყალპროექტის“ სამეთვალყურეო საბჭოს კრების განცხადება

სააქციო საზოგადოება „საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 6 მაისს დღის 15 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11.

 სს „საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 11 აპრილი.

 

დღის წესრიგი:

1. სს „საქწყალპროექტის” 2015 წლის II, III და IV კვარტალის წმინდა მოგების დივიდენდებად განაწილების საკითხის განხილვა, დივიდენდების განაწილებისათვის სააღრიცხვო თარიღის დადგენა.

2. ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოში.

 

 დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საქწყალპროექტის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2016 წლის 11 აპრილის მდგომარეობით.           

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ ს/ს „საქწყალპროექტის” რეგისტრატორთან ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის. №11, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.

დირექტორი                                  ნ. ფალავანდიშვილი