საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 11/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016438
1-1/198
11/04/2016
ვებგვერდი, 12/04/2016
040030000.22.024.016438
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/198

2016 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 110414010, 14/04/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1.  დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2)  სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.
2.  დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„გ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და საქართველოს სხვა  საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის  სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, სახელმძღვანელოების, ინსტრუქციების შემუშავება და მიღება, მითითებების გაცემა, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული, სამოქალაქო ავიაციის სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;” ;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ქვეპუნქტები: 
„გ1) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO)  მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით საკითხების შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;   
2) საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი      საჰაერო სივრცის შეთანხმებით (CAAA) და „ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია, ზედამხედველობა და შესაბამის ორგანიზაციებთან ანგარიშების წარდგენა; “;  

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამოქალაქო აეროდრომების/ვერტოდრომების, სახელმწიფო რეგისტრაცია, სერტიფიცირება, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ზედამხედველობა;“;
დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„ზ) საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონების განსაზღვრა;“;
ე) „თ“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) უპილოტო საჰაერო ხომალდების  რეგისტრაცია,   შესაბამისი რეესტრის წარმოება და უპილოტო საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;”;
ვ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის  გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;“;
ზ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ავიასპეციალისტებისთვის მოწმობების გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება, სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული ავიასპეციალისტთა მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნების აღიარება;“;
თ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) ავიასამედიცინო ცენტრების და ავიასამედიცინო ექსპერტების სერტიფიცირება;“;
ი) ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„რ) სააერნაოსნო მომსახურების რეგულირება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებლად  დანიშვნა;”;
კ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:
,,რ1) სააგენტოში წარმოდგენილი სახელსაწყო ფრენის პროცედურების შეთანხმება;";
ლ) ,,ს“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება;";
მ) ,,ტ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სააერნაოსნო  რუკების, სახელსაწყო ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე  ზედამხედველობა;“;

ნ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი: 
„ტ1) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციი დანართებში არსებული სტანდარტების, რეკომენდირებული პრაქტიკისა და პროცედურებს   და სამოქალაქო ავიაციის  სფეროში მოქმედი სამართლებრივ აქტებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სხვა ინფორმაციის წარდგენა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსათვის;";
ო) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უ) „სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს” უფლებამოსილების განხორციელება და სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე ზედამხედველობა;“;
პ) ,,ფ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში ძებნა-შველის და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით:

ფ.ა) ჩართული  მხარეების ზედამხედველობა და კონტროლი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;

ფ.ბ)  ნებისმიერი ხელშეკრულების შეთანხმება;  

ფ.გ) დამხმარე საკოორდინაციო ცენტრის უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით  საქართველოს საჰაერო სივრცის დახურვსა და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება;"
ჟ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის ჩამოყალიბება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით და საჰაერო სივრცის ორგანიზების და  საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების ზედამხედველობა“; 
 ) ,,ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 და ქ2 ქვეპუნქტები:
„ქ1) ავიასაწარმოების უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;“
,,ქ2) საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი,  გავრცელება, გაცვლა, მათი თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;“;
ს) „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ტ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) საავიაციო უშიშროების სფეროში:
ჰ.ა) საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების ღონისძიებების განსაზღვრა;
ჰ.ბ) საპასუხო მოქმედებების  ოპერატიული ხელმძღვანელობა ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე განხორციელებული  მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს;
ჰ.გ) აეროპორტების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კომიტეტების ზედამხედველობა;“.   
3.  დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი: 
„ფ) უფლებამოსილია სერტიფიკატების გაცემაზე, ასევე საავიაციო უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა გათვალისწინებით  სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებაზე, შეცვლასა და გაუქმებაზე, ასევე სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების  შეზღუდვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
4. დებულების მე-5 მუხლის:   

 ა)  „ა“-„ვ,“პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტისაჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის  სერტიფიცირება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა;  ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; უპილოტო საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;     სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება; ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა; ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის  სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;  აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის SAFA) და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო ხომალდის  ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის  სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;  ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;  ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა;  
ბ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი – აეროდრომების, ვერტოდრომების სერტიფიცირება და მათზე ზედამხედველობა; აეროდრომებისა და ვერტოდრომების რეგისტრაცია; აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირება, მათი ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;  საწვავგასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა; აეროდრომებისა და ვერტოდრომების  უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საავარიო - სამაშველო სამუშაოებში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა და საავარიო - სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება, კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო მასალის პროექტების მომზადება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში,  ჰაერსანაოსნო ინფორმაციის  მომზადება; საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონების განსაზღვრა.  
გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორცილებლად დანიშვნის საკითხის განხილვა;  კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების  აღიარება;  საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობა; საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში, ძებნა-შველის სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება და  სამოქალაქო ავიაციის სფეროში ძებნა-შველაში  ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა; საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; საჰაერო სივრცის ორგანიზების და  საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების ზედამხედველობა; სახელსაწყო ფრენის პროცედურების განხილვა; სააერნაოსნო რუკების, სახელსაწყო ფრენის პროცედურების  და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო პროგრამების შეთანხმებაში მონაწილეობა; სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის  ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა;  ევროპული ერთიანი ცის (SES) და  ევროპის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM Master Plan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენა/შედგენის კოორდინირება, ზედამხედველობა და შესაბამისი ორგანიზაციებისთვის წარდგენა.
დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი -   სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;  საჰაერო ხომალდის  ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა; უპილოტო საჰაერო ხომალდების  რეგისტრაცია და შესაბამისი  რეესტრის წარმოება;  ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება (SAFA) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის  ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის  ანალიზი; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;  ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოსაქვეყნებლად გასაგზავნად; საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაცია/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმება.
ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვება, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვება; ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და მათი ანალიზის უზრუნველყოფა; საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების  განაწილებისას აუქციონის ჩატარება საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაბამისი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება; საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირება და შესაბამისის რეესტრის წარმოება; სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება; საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; საჭროების შემთხვევაში „საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით“ გათვალისწინებული დამხმარე საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციების შესრულება ; საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობის მიღება;  საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემასა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა.    ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი – საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო  ქმედების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით ავისაწარმოების საქმიანობის  მუდმივი ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;  ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამების შეთანხმება და პერიოდული გადასინჯვა; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის წლიური გეგმების შეთანხმება; აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნების  და ავტროსატრანსპორტო საშუალებების  მუდმივი საშვების გაცემა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის საფუძველზე საავიაციო უშიშროების სფეროში  ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;  სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის  შეფასება  და რისკის შეფასების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში საფრთხის დონის განსაზღვრა;  მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საჭირო ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული  სახელომწიფოებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის; კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბისთვის კონსულტაციის გაწევა;   კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური რეისების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტიპების, ტექნიკური და მუშა მახასიათებლების, აღმოჩენის მინიმალური პარამეტრების, ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური და მუშა მახასიათებლების განსაზღვრა; საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებისა და  მათი სატესტო ობიექტების   ავიასასწარმოს მიერ შესყიდვის შეთანხმება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;“ ;
ბ)  „ი“ -„კ“ პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„ი) საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი – ეკონომიკურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავებასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;  საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოება და მათი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდება დადგენილი ფორმების შესაბამისად; საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების  შეფასება და ანალიზი, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და  მათი ფინანსური მდგრადობის შეფასება, ანალიზი და   მუდმივი ზედამხედველობა;  სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება; საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა -პატრონობა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი – სააგენტოს მიერ დასახული ხარისხის მაჩვენებლების განხორციელების კონტროლი;  სააგენტოში მიმდინარე ძირითადი პროცესების ასახვა შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტში;  ხარისხის მართვის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, მისი დანერგვის გეგმის შემუშავება და ამოქმედება;  ხარისხის მართვის დეპარტამენტის სამოქმედო სახელმძღვანელოს შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა სააგენტოს სპეციფიკის გათვალისწინებით;  მომსახურების ხარისხის დონის შეფასებისა  და კონტროლის ეფექტური მეთოდების შემუშავება; სააგენტოში მიმდინარე პროცესების ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის შეკრება-ანალიზი;  სააგენტოს მომსახურების ხარისხის, ძირითადი და დამატებითი პროცესების ეფექტურობის შესაფასებელი ღონისძიებების (შემოწმება, მონიტორინგი, ინსპექტირება, შიდა აუდიტი) რეგულარული განხორციელება; მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, პრევენციული და გამოსასწორებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; მონიტორინგის შედეგების გაანალიზების საფუძველზე, ხარისხის სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა, მათი ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და აღსრულება; სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის მონიტორინგისა და კონტროლის შედეგების გაცნობა; ხარისხის სისტემის ეფექტურობის ყოველწლიური შეფასება და  ანალიზი, მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი