დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4941-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/04/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.018084 |
4941-IIს
13/04/2016
ვებგვერდი, 19/04/2016
200000000.05.001.018084
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, იმავე გრაფის მე-3 სვეტის (საქონლის დასახელება) „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 50 პროცენტით მცირდება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან. |
ქუთაისი, 13 აპრილი 2016 წ. N4941-IIს |
დოკუმენტის კომენტარები