დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016329 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ “ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2014; სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016203) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „ს“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პროცედურების განხორციელების ხელშეწყობას და ამ მიზნით შექმნილი საბჭოს ფუნქციონირების სამართლებრივ სრულყოფას.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული მე-3 მუხლს დაემატოს „ტ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის სამართლებრივ ხელშეწყობას.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები