„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016328
22
08/04/2016
ვებგვერდი, 13/04/2016
010260010.35.148.016328
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2016 წლის 8 აპრილი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

       საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,08/08/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.148.016202) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას და მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ. შესყიდვების განყოფილება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ,უ,ფ,ქ,ღ,ყ,“ პუნქტები:

 

„ტ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

 უ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

 ფ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

 ქ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ღ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ყ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას“;

დ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

 „მუხლი 7. სამსახურის შესყიდვების განყოფილება

 სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

 გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

 დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

 ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

 ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;

 ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.”.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი