დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016326 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №3 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge,08/08/2014; სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016217) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. გამგეობის ადგილსამყოფელია: ქალაქი გორი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N5“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, მატერიალურ-ტექნიკური, საკადრო საკითხთა და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის საბუღალტრო საქმის წარმოება, გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება, აგრეთვე მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადება განხორციელება. დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან, გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე წარსადგენი სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას, ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას და კოორდინაციას უწევს პროექტების შეთანხმების პროცესს; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პროცედურების განხორციელების ხელშეწყობას და ამ მიზნით შექმნილი საბჭოს ფუნქციონირების სამართლებრივ უზრუნველყოფას, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; მათ შორის, წარუდგენს ინფორმაციას უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით; აგრეთვე რეაგირებს საერთო სარგებლობის საკითხებზე სამეზობლო დავებზე მხარეთა მორიგების პირველადი ღონისძიებების გასატარებლად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები