„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 5 აპრილის N2-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 5 აპრილის N2-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016208
2-80
14/04/2016
ვებგვერდი, 14/04/2016
010320040.22.032.016208
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 5 აპრილის N2-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 5 აპრილის N2-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-80

2016 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 5 აპრილის №2-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 5 აპრილის №2-74 ბრძანებაში (ვებგვერდი,08/04/2016; სარეგისტრაციო კოდი:010320040.22.032.016206) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის თანაშემწისა და მინისტრის მოადგილის მდივან-სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №13).“

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი №2) მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13.

ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური და/ან რუსული) ცოდნა;

დ) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Excel, Internet) ცოდნა;

ე) დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

მუხლი 14.

ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის, უფროსის მოადგილის, მთავარი სპეციალისტის და სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

ზ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება;

კ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება;

ლ) ეროვნული არქივის საქმისწარმოების ერთიანი წესები და დაწესებულებათა არქივების მუშაობის ძირითადი წესები.“

გ) „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი N4) მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისი მიმართულებით ან/და საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალისტად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოში;“.

დ) „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საფინანსო - ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი N5):

დ.ა) მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ.ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს  უფროსის, უფროსის მოადგილის და მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, VII თავი;

თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება;

ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება;

კ) „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;

ლ) „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;

მ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“    საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;

ნ) ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება.“

ე) „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი №6) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ნიადაგის რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან დარგთან კავშირში მყოფი სპეციალობით;

ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სავალდებულოა უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა;

ე) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა;

ვ) დარგის ექსპერტიზის უნარი და გამოცდილება.“

ვ) „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი №8) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის პოლიტიკისა და სტრატეგიის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, ბიზნესადმინისტრირების, აგრობიზნესმენეჯმენტის ან დარგთან კავშირში მყოფი სპეციალობით;

ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოში;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური - კარგად და/ან რუსული - კარგად) ცოდნა;

ე) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა;

ვ) სასურველია სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების გამოცდილება;

ზ) დარგის ექსპერტიზის უნარი და გამოცდილება;

თ) ანალიტიკური და კომპლექსური აზროვნება.“

ზ) „ნ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის თანაშემწისა და მინისტრის მოადგილის მდივან-სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი №13) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მდივან-სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 1- წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია ადმინისტრაციულ ორგანოში;

დ) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;

ე) საოფისე პროგრამების MS Word, Excel, Outlook, Power point ცოდნა;

ვ) დაგეგმვისა და  ორგანიზების უნარი;

ზ) ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;

თ) აქტიური მოსმენისა და უკუკავშირის უნარი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია