შპს,,არენა მშენის’’ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ.

  • Word
შპს,,არენა მშენის’’ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ.
დოკუმენტის ნომერი 2/1492-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 01/04/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1492-16
01/04/2016
ვებგვერდი, 11/04/2016
შპს,,არენა მშენის’’ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 2/1492-16

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2016 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე                                                                   თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი - შპს ,,არენამშენი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 204388402)

დირექტორი - სერგო უღრელიძე

წარმომადგენელი - ლაზარე ძირკველიშვილი

 

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე

 

 

მოთხოვნა - მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

2016 წლის 01 აპრილს კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,არენა მშენის’’ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს რეაბილიტაციის პროცედურის დაწყებას.

 

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის პროცედურის დაწყება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ მე-7, მე-8, 27-ე, 28-ე, 33-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-284-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.    დამტკიცდეს 2016 წლის 01 აპრილის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,არენა მშენის’’ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ;

 

2.    განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე - www.tcc.gov.ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

 მოსამართლე                                                     თამარ ჭუნიაშვილი