დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016524 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს მოსამსახურეთა საგანმანათლებლო პროგრამები, კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია), სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, სამინისტროს სხვა დანაყოფებში, ასევე სხვა ლიცენზირებულ/აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთანაც სამინისტროს შეიძლება გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება. 21. ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისათვის სამინისტროს მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალურ მომზადებას უზრუნველყოფს აკადემია და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მოსამსახურეთათვის სპეციალური მომზადების გავლის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის გაცემით.“. 2. 21-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 26-ე მუხლის შენიშვნის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 72-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. 73-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა დროებით არყოფნის შემთხვევაში მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება დაევალოს სხვა პირს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით. 8. სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტისა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ყველა მოსამსახურეს (73-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე, უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს კურატორი მინისტრის მოადგილე.". |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები