დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016526 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/01/2014, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016263) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვას და იარაღის აღდგენა-მოდერნიზებას სამინისტროს სისტემაში უზრუნველყოფს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველო (შემდგომში – შეიარაღების სამმართველო).“. 2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24 1. 23-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უფლებამოსილი მინისტრის მოადგილის მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, სამინისტროს შეიარაღების სამმართველო სამსახურებრივ-საშტატო იარაღს (ნებართვის გაცემიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში) გასცემს: ა) სამინისტროს სისტემის (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გარდა) მოსამსახურეებზე, პირის მოტივირებულ მოთხოვნაზე (პატაკი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების (რეზოლუცია) შესაბამისად; ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიერ თანამდებობაზე დანიშნულ პირებზე, მათი მოტივირებული მოთხოვნის შესაბამისად. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემა წარმოებს აღნიშნული დანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები