“საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
“საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13-14, 08/04/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.05.001.000.337
  • Word
1288
05/03/1998
სსმ, 13-14, 08/04/1998
270.090.000.05.001.000.337
“საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

1. „საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 21 თებერვლის კანონის დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების თანამდებობრივი განაკვეთები:

1. პარლამენტის თავმჯდომარე   – 190 ლარი

2. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე,

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – 185 ლარი

3. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე,

საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – 180 ლარი

4. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი

მოადგილე, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის

მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის

 მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი     – 175 ლარი

5. პარლამენტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე – 170 ლარი

6. პარლამენტის წევრი – 165 ლარი”.

2. საქართველოს პარლამენტის წევრს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად ყოველთვიურად ეძლევა საკომპენსაციო თანხა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით, რომელიც საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.

3. საქართველოს პარლამენტის წევრს მიეცემა პრემია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

    მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონისა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 21 თებერვლის დადგენილების მე-3 პუნქტი.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება.

3. ამ კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი განაკვეთებით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდეს 1998 წლის 1 მარტიდან.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                   ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 5 მარტი.

№1288–IIს