დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.107.016212 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგისტრავიო კოდი: 010260020.35.107.016134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „ვ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში: ვ.ა) ამტკიცებს დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმას; ვ.ბ) ამტკიცებს ამომრჩეველთა სიის ფორმას; ვ.გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვას; ვ.დ) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილ პირს (სტრუქტურულ ერთეულს); ვ.ე) საინიციატივო ჯგუფის ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე, საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები