„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016274
16
04/04/2016
ვებგვერდი, 08/04/2016
010250050.35.169.016274
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2016 წლის 4 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო   :

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 07.03.2016 წლის №10 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 14/03/2016, 010250050.35.169.016268) დამტკიცებული დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „7. ხმის დამთვლელი კომისია განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმი მტკიცდება ხმის დამთვლელი კომისიის მიერ. ხმების თანაბრად გაყოფის ან შედეგების არდამტკიცების შემთხვევაში, არჩევნები ტარდება ხელახლა. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის ოქმს საერთო კრებას აცნობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმი ნამდვილია, თუ ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს ოქმს, თუ მიიჩნევს, რომ ოქმი არ ასახავს კენჭისყრის შედეგებს, ხმის მიცემის პროცედურა არ შეესაბამებოდა წინამდებარე დებულებით დადგენილ პროცედურას ან/და არსებობს სხვა მიზეზი, რაც არჩევნების უკანონობაზე მიუთითებდა.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი