დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.155.016193 |
|
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 852 -855 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30/07/2014წ. 010250000.35.155.016130) დამტკიცებულ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 351-354 მუხლები: „მუხლი 351. დასახლების საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება 1. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად. 2. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში. 3. საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში. 4. დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში საერთო კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. 5. ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/მუნიციპალური სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისა და სხვა ინტერნეტ რესურსების გამოყენებით, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. 6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისი დასახლებაში გავრცელებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობა და საინიციატივო ჯგუფი. აგრეთვე, საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში). მუხლი 352. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში გამგებლის უფლებამოსილება დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დამტკიცება; ბ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება; გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა; დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით საერთო კრების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა; მუხლი 353. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება „დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის პროცედურულ საკითხებს უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ერთად. მუხლი 354. საერთო კრების ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა „მუნიციპალიტეტის გამგებელი საინიციატივო ჯგუფის ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე, საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები