ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №8 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №8 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.147.016139
14
04/04/2016
ვებგვერდი, 08/04/2016
010250050.35.147.016139
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №8 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 


ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2016 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №8 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №8 დადგენილებაში (ვებგვერდი, 22/02/2016; 010250050.35.147.016133) „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კონტროლი საქმისწარმოების წესით დადგენილი წესების შესრულებაზე“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონტროლს საქმისწარმოების წესით  დადგენილი პროცედურების შესრულებაზე ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

2. საქმისწარმოების და საქმისწარმოების წესით  დადგენილი პროცედურების დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ერთ-ერთ  სპეციალისტს, რომლის მოვალეობაშიც შედის.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2  მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საქმისწარმოების წესის მოქმედება ქაღალდზე შესრულებულ და ელექტრონულ დოკუმენტებზე“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმისწარმოების წესით განსაზღვრული პროცედურები ვრცელდება როგორც ქაღალდზე შესრულებულ, ისე ელექტრონულ დოკუმენტებზე“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3  მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 3. კონტროლი საქმისწარმოების წესით   დადგენილი წესების შესრულებაზე“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონტროლს საქმისწარმოების წესით  დადგენილი პროცედურების შესრულებაზე ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

2. საქმისწარმოების წესით  დადგენილი პროცედურების დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ერთ-ერთ  სპეციალისტს, რომლის მოვალეობაშიც შედის“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ საქმისწარმოების წესის შესაბამისად მმართველობითი საქმიანობის ფიქსაციას ქაღალდზე ან ინფორმაციის სხვა მატარებელზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი