„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016300
28
04/04/2016
ვებგვერდი, 06/04/2016
190020020.35.158.016300
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2016 წლის 4 აპრილი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის საფუძველზეб ბოლნისის მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის  დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2015, 190020020.35.158.016268) დამტკიცებულ  წესში შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №1-ის  მე-2  მუხლის  პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის, მოქალაქეები, რომელთაც 57000-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2015-2016 წწ. პეროიდში).“.

2. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №1-ის  მე-14  მუხლის  პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ჩიყვითა და ვირუსული ჰეპატიტებით დაავადებულ   მოქალაქეებს სამედიცინო (სტაციონარული, ამბულატორიული, რეაბილიტაციური, ფიზიოთერაპიული მკურნალობები და დიაგნოსტიკური გამოკვლევები) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი