დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურისდებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.105.016254 |
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/08/2014, ს/კ 010260030.35.0105.016163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების/თანამშრომლების (შემდგომში შიდა აუდიტის ობიექტები) საქმიანობის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელებას. 2. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;“; ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სამსახური ფუნქციებს ახორციელებს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების მეშვეობით. სამსახურის ფუნქციებია:“ ; გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ლ“, ,,ნ“, ,,პ“, ,,ჟ“ და ,,რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; გ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, შიდა აუდიტის ობიექტების თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; დ) შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) შიდა აუდიტის ობიექტებში ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ვ) შიდა აუდიტის ობიექტებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ლ) შიდა აუდიტის ობიექტებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ნ) შიდა აუდიტის ობიექტების მიერ საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება; პ) შიდა აუდიტის ობიექტების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ჟ) შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან არსებულ წესებთან დამარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; რ) შიდა აუდიტის ობიქტების თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამის სამსახურებთან ერთად მათზე რეაგირება შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შედგენის მიზნით;”; დ) მე-4 მუხლის „ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) შიდა აუდიტის ობიექტებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები და სხვა; ბ) შიდა აუდიტის ობიექტებში განახორციელოს დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა; გ) შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში გამგებლის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით; დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, ინსპექტირების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში შიდა აუდიტის ობიექტების მხრიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ახსნა-განმარტების მიღებისმ იზნით;“; ე) მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა. შიდა აუდიტორული შემოწმების ეტაპებია: ა) აუდიტის დაგეგმვა; ბ) აუდიტის განხორციელება; გ) ანგარიშგება; დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.“; ვ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, დ1) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;“; ზ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) შიდა აუდიტის განყოფილება;“; თ) მე-7 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. შიდა აუდიტის განყოფილება შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციებია:“; ი) მე-7 მუხლის ,,ა“, ,,ზ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; კ) მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) შიდა აუდიტის ობიექტებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;“. ლ) მე-8 მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) შიდა აუდიტის ობიექტებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;“ ბ) შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება;“. მ) მე-8 მუხლში ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი. ნ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დამატოს ,,ა1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა1) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახური ახორციელებს ინსპექტირებას. ინსპექტირების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს შიდა აუდიტის ობიექტების თანამშომლების სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ მიღებული ინფორმაცია (მათ შორის: წერილით, განცხადებით, ელ-ფოსტით, მასმედიით, თუ სხვა წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები