ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 480010000.10.003.019226
161
01/04/2016
ვებგვერდი, 05/04/2016
480010000.10.003.019226
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №161

2016 წლის 1 აპრილი

   ქ. თბილისი

 

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) (შემდგომში – ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის კრიტერიუმებსა და პროცედურას.

2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვა მოიცავს ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ და  იურიდიული პირის დაშვებებს.

3. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია არის უშუალოდ ნატოს მიერ დადგენილი და საიდუმლოების შესაბამისი ხარისხით განსაზღვრული ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება ან დაკარგვა ზიანს მიაყენებს ნატოს ინტერესებს.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში თავდაცვის სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.

5. ამ წესის მიზნებისთვის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

6. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ და იურიდიული პირის დაშვებებს (სერტიფიკატებს) გასცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – თავდაცვის მინისტრი).

მუხლი 2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის მიმღები სახელმწიფო დაწესებულების/ორგანოს პასუხისმგებლობა

1. სახელმწიფო დაწესებულება/ორგანო, რომელსაც სამსახურებრივი კომპეტენციიდან გამომდინარე ესაჭიროება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის მიღება, უნდა აკმაყოფილებდეს  საქართველოს კანონმდებლობითა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრულ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის მიმღები სახელმწიფო დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს დაწესებულებაში/ორგანოში უსაფრთხოების ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჰარმონიულად იქნება გათვალისწინებული ფიზიკური უსაფრთხოების, პერსონალის უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები;  

ბ) ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მოთხოვნის „ინფორმაციის გაცნობის საჭიროების“ (need-to-know) პრინციპის დაცვითა და თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს და დაამტკიცოს დაწესებულების/ორგანოს იმ თანამდებობების ჩამონათვალი (შემდგომში – თანამდებობათა ნომენკლატურა), რომელთა სამსახურებრივი საქმიანობა დაკავშირებულია ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებთან და საჭიროებენ დაშვებას ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან (დანართი №1);

გ) წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს თანამდებობათა ნომენკლატურით გათვალისწინებულ პირთა კანდიდატურები ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მისაღებად;

დ) სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების გათვალისწინებით  მოახდინოს დაწესებულების/ორგანოს თანამდებობათა ნომენკლატურის განახლება და თავდაცვის სამინისტროში წარდგენა;

ე) განსაზღვროს და დროულად აცნობოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მქონე პირის თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მისი ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გაგრძელების/შეწყვეტის მიზნით.

მუხლი 3. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი) 

1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (Personnel Security Clearance (PSC)) არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (North Atlantic Council (NAC)) მიერ დამტკიცებული ფორმა, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი გრიფი და არის 2  სახის:

ა) ფორმა „A“ (Personnel Security Clearance Certificate) – ზოგადი სახისაა და გაიცემა 5 წლამდე ვადით იმ ფიზიკურ პირზე, რომლის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების საჭიროება განსაზღვრულია შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს თანამდებობათა ნომენკლატურით;

ბ) ფორმა „B“ (Certificate of Security Clearance) – კონკრეტული სახისაა და გაიცემა ფორმა „A“-ს მქონე ფიზიკურ პირზე, ნატოს ეგიდით გამართულ კონკრეტულ ღონისძიებაში (ოფიციალური შეხვედრა, კონფერენცია, სასწავლო კურსი, სემინარი, სამშვიდობო ან სხვა სახის ოპერაციები, წვრთნები და სწავლებები და სხვ.) მონაწილეობის მისაღებად.

2. ფორმა „B“-ს გაცემა ფორმა „A“-ს არმქონე ფიზიკურ პირებზე დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით.

მუხლი 4.  ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დასაშვები კანდიდატის წარდგენა

ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მისაღებად, შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელმა წერილობით უნდა მიმართოს თავდაცვის მინისტრს, რომელშიც:

ა) პირისთვის ფორმა „A“-ს მიხედვით ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მინიჭების მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული უნდა იყოს თანამდებობათა ნომენკლატურით გათვალისწინებული პირის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მონაცემები, თანამდებობა და ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) საჭიროების მიზეზი. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა.ა) კანდიდატის მიერ შევსებული „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარი“ (დანართი №2);

ა.ბ) ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4 სმ);

ა.გ) პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.დ) ცნობა, რომ განაცხადით წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაშვებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან პირველი ფორმის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ცნობებზე ან მეორე ფორმის მიხედვით, სრულიად საიდუმლო ცნობებზე;

ა.ე) კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მიღების პროცედურით გათვალისწინებული შემოწმების თაობაზე;

ბ) ფორმა „B“-ს მოთხოვნის შემთხვევაში – განაცხადში ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა იყოს წარდგენილი შემდეგი ინფორმაცია: კანდიდატის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მონაცემები და დაკავებული თანამდებობა, ასევე ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების  (სერტიფიკატის) საჭიროების მიზეზი (კონკრეტული ღონისძიების დასახელება, ჩატარების ადგილი, დრო და ორგანიზატორის მიერ მოთხოვნილი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების დონე). განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ბ.ა) კანდიდატის მიერ შევსებული „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარი“ (დანართი №2);

ბ.ბ) ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4 სმ);

ბ.გ) პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.დ) ცნობა, რომ განაცხადით წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაშვებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან პირველი ფორმის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ცნობებზე ან მეორე ფორმის მიხედვით, სრულიად საიდუმლო ცნობებზე;

ბ.ე) ღონისძიების ორგანიზატორის მიერ გაგზავნილი ოფიციალური მიწვევა მონაწილეთათვის მოთხოვნილი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების დონის მითითებით და/ან შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი კანდიდატის ღონისძიებაზე მივლინების შესახებ;

ბ.ვ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მისი ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მიღების პროცედურით გათვალისწინებული შემოწმების თაობაზე.

მუხლი 5.  ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დასაშვები კანდიდატის შესახებ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა 

1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კანდიდატის შესახებ ინფორმაციის განხილვას, რომელიც:

ა) NATO RESTRICTED (შეზღუდული სარგებლობისათვის) ინფორმაციასთან დაშვების შემთხვევაში – მოიცავს ბოლო 3 წლის პერიოდის მონაცემებს;

ბ) NATO CONFIDENTIAL (საიდუმლო) ინფორმაციასთან დაშვების შემთხვევაში – მოიცავს ბოლო 5 წლის პერიოდის მონაცემებს;

გ) NATO SECRET (სრულიად საიდუმლო) და COSMIC TOP SECRET (განსაკუთრებული მნიშვნელობის) ინფორმაციასთან დაშვების შემთხვევაში – მოიცავს ბოლო 10 წლის პერიოდის მონაცემებს.

2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო ატარებს კანდიდატის მიერ შევსებულ „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარში“ (დანართი №2) წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაცემთა ბაზებში მის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე ჩანაწერების არსებობის დადგენის მიზნით.

3. კანდიდატის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო ატარებს გასაუბრებას როგორც უშუალოდ კანდიდატთან, ასევე მის უშუალო ხელმძღვანელთან.

4. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო განიხილავს კანდიდატის შესახებ განაცხადით წარდგენილ დოკუმენტაციას და თითოეული რისკფაქტორის შეფასებით, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებიდან კანდიდატთან დაკავშირებით გამოთხოვილი პოზიციის საფუძველზე განსაზღვრავს მისთვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მინიჭების მიზანშეწონილობას.

5. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო დოკუმენტაციას კანდიდატის შესახებ წარუდგენს თავდაცვის მინისტრს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად, განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

მუხლი 6. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემა

1. თავდაცვის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:

ა) პირს უტარდება სათანადო ინსტრუქტაჟი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის წესების შესახებ და განემარტება კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნებისთვის (ან დოკუმენტაციის დაკარგვისთვის), აგრეთვე საიდუმლოების რეჟიმის სხვა დარღვევებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;

ბ) პირი ხელმოწერით ადასტურებს ვალდებულებას ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ (დანართი №3).

2. პროცედურის თანმიმდევრულად გავლის შემდეგ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო შესაბამის პირზე გასცემს თავდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას (სერტიფიკატს) (Personnel Security Clearance Certificate (PSC)), ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (North Atlantic Council (NAC)) მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით.

3. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) დედანი (მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით) აღირიცხება და ინახება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოში, ხოლო ბეჭდით დამოწმებული ასლი გადაიგზავნება დაინტერესებულ დაწესებულებაში/ორგანოში.

მუხლი 7. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემის ან ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს როგორც კანდიდატის, ასევე მისი მეუღლის, თანამაცხოვრებლების და ახლო ნათესავების შესახებ გამოვლენილი ინფორმაცია ან ისეთი დამახასიათებელი პიროვნული თვისებები და გარემოებები, რომლებიც ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად    კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, კერძოდ:

ა) შეგნებულად ან ვინმეს წაქეზებით ჩადენილი აქვთ (ან ჰქონდათ მცდელობა) ჯაშუშობის, ტერორიზმის, საბოტაჟის, სახელმწიფო ღალატის, სამოქალაქო არეულობისა და დაპირისპირების ან ამბოხების მოწყობის ფაქტი, ასევე სხვა პირების წაქეზების მცდელობა მსგავსი დანაშაულის ჩადენაში;

ბ) თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან, ტერორისტულ ან დივერსიულ ორგანიზაციებთან ან მსგავს ქმედებაში ეჭვმიტანილ პირებთან (ოფიციალური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების გარდა);

გ) ყოფილან ისეთი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ძალადობით ან სხვა ანტისახელმწიფოებრივი გზით ცდილობდნენ ქვეყნის მთავრობის დამხობას ან სახელმწიფოებრივი წყობილების შეცვლას;

დ) ჰქონიათ მხარდაჭერა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ორგანიზაციების ან მათი წევრების მხრიდან;

ე) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მიმღებმა კანდიდატმა განზრახ დამალა, დაამახინჯა ან გააყალბა მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაცია „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარის“ (დანართი №2) შევსებისას ან შეგნებულად მოიტყუა გასაუბრების დროს;

ვ) იყო მსჯავრდებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, განიცდის სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს ან გააჩნია დაუსაბუთებელი შემოსავლები და ქონება, ჰქონია ალკოჰოლური მიდრეკილება, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება ან ბოროტად გამოიყენებს ნებადართულ და აკრძალულ მედიკამენტებს;

ზ) ჩადენილი აქვს ისეთი ქმედებები, მათ შორის, სექსუალური ხასიათის, რომელიც შეიძლება გახდეს მასზე ზეწოლის ან შანტაჟის მიზეზი;

თ) ქმედებით ან საუბრით გამოუხატავს არაკეთილსინდისიერება, არასაიმედოობა, არასანდოობა და წინდაუხედაობა;  

ი) სისტემატურად არღვევს უსაფრთხოების წესებს ან ჰქონდა ამის მცდელობა, ასევე ჩადის არაუფლებამოსილ ქმედებებს საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების საშუალებით;

კ) ყოფილა დაავადებული სულიერი (მენტალური) ან ემოციური აშლილობით, რომელმაც შეიძლება მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა პიროვნების საიმედოობაზე (სანდოობაზე) ან უნებლიედ აქციოს იგი უსაფრთხოების დაცვისათვის შესაძლო რისკად. ყველა მსგავს შემთხვევაში სავალდებულოა კომპეტენტური სამედიცინო დასკვნის განხილვა;

ლ) განიცდის ზეწოლას ნათესავების ან ახლო გარემოცვის მხრიდან, რომლებიც მოქცეულნი არიან უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების, ტერორისტული ჯგუფების ან სხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ჩართული ორგანიზაციების ან პიროვნებების გავლენის ქვეშ.

2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო ვალდებულია, შესაბამის დაწესებულებას/ორგანოს წერილობით აცნობოს უარი წარდგენილი კანდიდატისათვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემაზე.

მუხლი 8.  ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) განახლება, შეჩერება ან შეწყვეტა

1. კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ გაცემული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია, ფუნქცია-მოვალეობებისა და „ინფორმაციის გაცნობის საჭიროების“  (need-to-know) პრინციპის გათვალისწინებით, განსაზღვროს მისთვის შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაგრძელების საჭიროება და აცნობოს თავდაცვის სამინისტროს.

2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების პერიოდი განისაზღვრება 5 წლის ვადით და მისი განახლება უნდა მოხდეს მოქმედების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ პერიოდში არ მოხდა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) განახლება, პირს უნდა დაევალოს ისეთი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რომლებიც არ მოითხოვს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან წვდომას.

3. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გასვლამდე პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ, შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე, ხდება აღნიშნული პირის სახელზე გაცემული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების დროებით შეჩერება. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) შეჩერების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, რომლის გასვლის შემდეგ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი) უქმდება.  

4. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) შეჩერების პერიოდში პირის ისეთ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, რომელზეც მოითხოვება დაშვება ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან, თავდაცვის სამინისტრო განაახლებს მის სახელზე გაცემულ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას (სერტიფიკატს), შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

5. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაუქმების ან მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიღების საჭიროების შემთხვევაში, პირმა ხელახლა უნდა გაიაროს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მიღების სრული პროცედურა. 

მუხლი 9. მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია

პირის შესახებ უსაფრთხოების სისტემისთვის საფრთხის შემქმნელი მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გამოაშკარავების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო განიხილავს აღნიშნული პირის კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობას და ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ოფიციალურად აცნობებს შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელს.

მუხლი 10. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) აღრიცხვა

1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალურმა რეგისტრებმა უნდა აწარმოონ ყოველი გაცემული:

ა) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) აღრიცხვა, დაშვებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების, დაკავებული თანამდებობების, დაშვების დონის, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მათი ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემის თარიღის, მოქმედების ვადისა და სხვა მონაცემების მითითებით;

ბ) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების აღრიცხვა მათი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების გაცემის თარიღის, მოქმედების ვადისა და სხვა მონაცემების მითითებით.

2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრებმა უნდა აწარმოონ შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს თანამშრომლებზე გაცემული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატების) აღრიცხვა, სადაც მითითებული იქნება: დაშვებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაკავებული თანამდებობა, დაშვების დონე, მათი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და სხვა მონაცემები. 

მუხლი 11. უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის პასუხისმგებლობა

1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მქონე პირებს პერიოდულად უტარდებათ ტრენინგი უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის განმარტების გარდა, ისეთი საფრთხეების შესახებ პერიოდულად შეხსენებას, როგორიცაა: წინდაუხედავი საუბარი არაუფლებამოსილ პირებთან, ურთიერთობა მედიასთან, კავშირი იმ ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველო, ნატო ან მისი წევრი ქვეყნები.

2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირი ვალდებულია, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გასვლის, შეჩერების ან შეწყვეტის შემდეგაც დაიცვას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მისთვის ცნობილი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია და პირადი ხელმოწერით დაადასტუროს აღნიშნული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება (დანართი №3).

მუხლი 12. გამონაკლისი გარემოებები, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დროებითი ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი)

1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მქონე პირის ისეთ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომლისთვისაც მოითხოვება უფრო მაღალი დონის დაშვება, თავდაცვის მინისტრის მიერ გაიცემა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დროებითი ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი) იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პირს გააჩნია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მოქმედი ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი);

ბ) დაწყებულია აღნიშნული პირის შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების პროცედურა;

გ) აღნიშნული პირი არ არის შემჩნეული უსაფრთხოების წესების დარღვევაში.

2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დროებითი ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პირის ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის პერიოდს. თავდაცვის მინისტრს შეუძლია გაახანგრძლივოს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დროებითი ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი) დამატებით 6 თვის ვადით, თუ შემოწმება აღნიშნული პირის შესახებ არ არის დასრულებული და არსებული მონაცემებით არ ვლინდება რაიმე მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მის შესახებ.

მუხლი 13. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ერთჯერადად ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი)

1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებულ პირს, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით, შესაძლებელია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად მიეცეს ერთი დონით მაღალი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი) იმ შემთხვევაში, თუ:

ა) წარდგენილია აღნიშნული პირის ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა შესაბამისი დონის ინფორმაციასთან წვდომის აუცილებლობის შესახებ;

ბ) პირს გააჩნია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მოქმედი ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი);

გ) აღნიშნული პირი არ არის შემჩნეული უსაფრთხოების წესების დარღვევაში.

2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა აწარმოოს გამონაკლისის სახით გაცემული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვებების (სერტიფიკატების) და მათი გაცემის მიზეზის აღრიცხვა.

3. პირისთვის ერთი დონით მაღალ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან  6 თვეზე მეტი ხნით დაშვების საჭიროების შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნეს შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს თანამდებობათა ნომენკლატურაში ცვლილების შეტანის საკითხი, მისთვის შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მინიჭების მიზნით.

მუხლი 14.  ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება განსაკუთრებულ შემთხვევებში

საგანგებო/საომარი მდგომარეობის დროს სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, თავდაცვის მინისტრმა, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გამარტივებული წესით გაცემის თაობაზე, ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების/პროცედურის გარეშე.

მუხლი 15. კონფერენციებსა და შეხვედრებზე დასწრება

პირზე, რომელიც თავისი ორგანიზაციის სახელით მონაწილეობს ისეთ ღონისძიებებში (ოფიციალური შეხვედრა, სემინარი, კონფერენცია, სასწავლო კურსი და სხვ.), სადაც განიხილება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურის თანახმად, გაიცემა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სერტიფიკატი (ფორმა „B“). აღნიშნული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) ბეჭდით დამოწმებული ასლი ოფიციალურად იგზავნება დანიშნულებისამებრ ან ხელზე გადაეცემა შესაბამის პირს ღონისძიების ორგანიზატორ  პასუხისმგებელ ორგანოში წარსადგენად. პირი ვალდებულია უზრუნველყოს  უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა და მასზე გაცემული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) ასლი დააბრუნოს შესაბამის რეგისტრში ღონისძიების დასრულების შემდეგ.

მუხლი 16.  კურიერების, დაცვის თანამშრომლების, დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვება 

კურიერებს, დაცვის თანამშრომლებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს, რომელთა სამსახურებრივი მოვალეობები დაკავშირებულია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებთან, უნდა ჩაუტარდეთ კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მიღების პროცედურით გათვალისწინებული შემოწმება და ინსტრუქტაჟი, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმებისა და ვალდებულებების შესახებ.

მუხლი 17. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მოთხოვნები და პროცედურები

1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მოთხოვნები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით.

2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მისაღებად, შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელმა წერილობითი ფორმით დასაბუთებული მოთხოვნით უნდა მიმართოს თავდაცვის მინისტრს.

3. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების გაცემის გადაწყვეტილების მისაღებად ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო აფასებს:

ა) დასაშვები იურიდიული პირის მიუკერძოებლობასა და სანდოობას;

ბ) დაწესებულების/ორგანოს მფლობელთა, დირექტორთა, წამყვან თანამდებობის პირთა, შემსრულებელ თანამშრომელთა, დასაქმებულთა და სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ან ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველ კონტრაქტთან შეხების მქონე პოზიციაზე დასაქმებულ პირთა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სტატუსს, რათა დადგინდეს, რომ მათ გააჩნიათ შესაბამისი დონის დაშვება;

გ) უცხოური მფლობელობის, კონტროლისა და გავლენის ასპექტებს (მაგ., კორპორაციული სტრუქტურა), რათა დადგინდეს, რომ ეს ასპექტები შესაბამისად გათვალისწინებული და, საჭიროების შემთხვევაში,  შემცირებულია;

დ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავი უსაფრთხოების ზომების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

4.      ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო აწესებს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა) იურიდიულ პირს უნდა გააჩნდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება;

ბ) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან შეხების მქონე პერსონალს (ხელმძღვანელებსაც და მათ თანამშრომლებსაც) უნდა გააჩნდეთ შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება.

5.      ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო შეაფასებს, თუ რამდენად წარმოადგენს საფრთხეს ამავე წესის მე-18 მუხლის „თ“ ქვეპუნქტში ხსენებული გარემოებები ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის, ხოლო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირისათვის დაშვების მინიჭებამდე ან აღნიშნული დაშვების გასაგრძელებლად, გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს აღნიშნული საფრთხის აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად.

6. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო განიხილავს იურიდიული პირის შესახებ განაცხადით წარდგენილ ინფორმაციას და საქართველოს კანონმდებლობითა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მოთხოვნებისა და რისკფაქტორების შეფასებით, განსაზღვრავს მისთვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მინიჭების მიზანშეწონილობას.

7. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო იურიდიული პირის შესახებ დოკუმენტაციას წარუდგენს თავდაცვის მინისტრს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად, განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

მუხლი 18. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის მიმღები იურიდიული პირის პასუხისმგებლობა 

ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის მიმღები იურიდიული პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა ფიზიკური უსაფრთხოების, პერსონალის უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობითა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნებით;

ბ) ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მოთხოვნის „ინფორმაციის გაცნობის საჭიროების“  (need-to-know) პრინციპის დაცვითა და თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვროს და დაამტკიცოს დაწესებულების/ორგანოს იმ თანამდებობათა ნომენკლატურა, რომელთა სამსახურებრივი საქმიანობა დაკავშირებულია ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებთან და საჭიროებენ დაშვებას ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან (დანართი №1);

გ) წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს თანამდებობათა ნომენკლატურით გათვალისწინებულ პირთა კანდიდატურები ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მისაღებად;

დ) სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების გათვალისწინებით, მოახდინოს დაწესებულების/ორგანოს თანამდებობათა ნომენკლატურის განახლება და თავდაცვის სამინისტროში წარდგენა;

ე) განსაზღვროს და დროულად აცნობოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მქონე პირის თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ, აღნიშნული დაშვების მოქმედების ვადის გაგრძელების/შეწყვეტის მიზნით;

ვ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო ახორციელებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად მიღებული ინდუსტრიული უსაფრთხოების ზომების შეფასებასა და ინსპექტირებას, ხოლო იურიდიული პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს აღნიშნული შეფასებისა და ინსპექტირების შეუფერხებლად ჩატარებას;

ზ) დანიშნოს დაწესებულების/ორგანოს უსაფრთხოების ოფიცერი, რომელსაც შეეძლება პირდაპირ მიმართოს იურიდიული პირის მმართველ საბჭოს, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;

თ)     ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს დაშვების ძალაში დატოვებაზე (მაგ., საკონტროლო პაკეტის გადაცემა, სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის გარდაქმნა, რომელიმე წამყვანი თანამდებობის პირის ან დირექტორის შეცვლა, დაწესებულების/ორგანოს ფაქტობრივი ადგილმდებარეობის შეცვლა, იმ შენობის კონსტრუქციული ცვლილებები, სადაც დაწესებულება/ორგანო მდებარეობს ან უსაფრთხოების პროცედურების ცვლილება).

მუხლი 19. იურიდიული პირის თანამშრომელთათვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების გაცემა  

1. იურიდიული პირის თანამშრომელთათვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება გაიცემა ამ წესით განსაზღვრული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.

2. სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან შეხების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე თანამშრომლის არსებობის შემთხვევაში, იურიდიულმა პირმა ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს აღნიშნული თანამშრომლის მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით, შესაბამისი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ გაცემული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი).

მუხლი  20.  ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების გაუქმება ან შეცვლა

ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიულ პირის დაშვების გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ ორგანოს ან ნატოს პროგრამის/პროექტის მმართველ სააგენტოს/ოფისს, რომელსაც მან მიაწოდა აღნიშნული დაშვების შესახებ ცნობა.

მუხლი 21. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების გაუქმება

ამავე წესის მე-9 მუხლში მოყვანილი პირობების არსებობის შემთხვევაში,  ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს იურიდიულ პირს.


დანართი №1
 ”ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ”

__________________________________

(ხელმოწერა,  დაწესებულების/ორგანოს ბეჭედი)                      

 

(საიდუმლოების გრიფი)

 

ეგზ. №

 

№ ­______________

 

-----------------------------------------------------------------

(დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის გვარი, სახელი, თანამდებობა)

 

”_____” __________________ 20  წ.

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

(დაწესებულების/ორგანოს დასახელება)


ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დასაშვებად გასაფორმებელ პირთა თანამდებობათა

ნ ო მ ე ნ კ ლ ა ტ უ რ ა

ქვედანაყოფი

მომუშავენი სულ

თანამშრომელთა რაოდენობა

თანამდებობა

საქართველოს სახელმწიფო საიდუმლო მონაცემებზე დაშვებულ პირთა რაოდენობა

ნატოს კლასიფიცირებულ მონაცემებზე დასაშვებ პირთა რაოდენობა

ნატოს კლასიფიცირებულ მონაცემებზე დაშვებულ პირთა რაოდენობა

განსაკუთრებული მნიშვნელობის

სრულიად საიდუმლო

საიდუმლო

NATO

SECRET

NATO

CONFIDENTIAL

NATO

SECRET

NATO  CONFIDENTIAL

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე

პასუხისმგებელი პირის თანამდებობა)                                                           _______________________________________

 (ხელმოწერა)

“_____“  _______________ 20   წ.                                                

დანართი №2

ს ა ი დ უ მ ლ ო

    (შევსების შემდეგ)

 

                                                                                                                                                      

 

  

ფოტოსურათი

 3 X 4

 

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო)

   კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების

   მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების

        

 კ ი თ ხ ვ ა რ ი

 

 

კითხვარი ივსება ხელით

1.

 

 

    სახელი, გვარი

 

 

2.

 

თუ შეცვლილი გაქვთ სახელი, გვარი,

უჩვენეთ როდის და რა მიზეზით

 

 

3.

 

დაბადების რიცხვი, თვე, წელი

 

 

4.

დაბადების ადგილი (ქვეყანა, ქალაქი)

და მოქალაქეობა

 

5.

პასპორტის (პირადობის მოწმობის) ნომერი,

გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი

 

6.

 პირადი ნომერი  

 

7.

 მოქალაქეობა  

 

8.

საკონტაქტო ტელეფონების ნომრები

 

ბინის:                                                                        მობილური:                                            სამსახურის:

 

 

 

 

9.

მიგიღიათ თუ არა მანამდე დაშვება

სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე

(დაშვების ფორმა, პასუხისმგებელი ორგანო)

 

10.

 

მიგიღიათ  თუ  არა  როდესმე  უარი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე ან ჩამოგრთმევიათ თუ არა აღნიშნული დაშვება

(მიუთითეთ როდის და რომელ ორგანოში სამსახურისას)

 

11.

 

აღწერეთ თქვენ მიერ შესასრულებელი

სამუშაო, რის  გამოც გესაჭიროებათ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვება

 

 

 

 

 

 

12.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ბოლო 15 წლის განმავლობაში (მათ შორის საზღვარგარეთ)

როდიდან:

როდემდე:

მისამართი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13. 

 

 

 

 

 

გრძელვადიანი (3 თვეზე მეტი)

დროებითი საცხოვრებელი ადგილი

(მათ შორის საზღვარგარეთ მუშაობის დროს)

 

   

 

მისამართი:

 

 

 

 

 

14.

სამუშაო ადგილი ბოლო 15 წლის განმავლობაში (მათ შორის საზღვარგარეთ)

დაწესებულების/ორგანოს დასახელება:

მისამართი:

როდიდან:

როდემდე:

თანამდებობა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

15.

სამხედრო (ალტერნატიული) სამსახური, მათ შორის საზღვარგარეთ

როდიდან:

როდემდე:

ქვეყანა, ჯარის სახეობა:

თანამდებობა:

უმაღლესი წოდება:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

16.

 

მთავრობის ჯილდოები, მათ შორის უცხოური   

 

17.

განათლება (მათ შორის არასრული)

საგანმანათლებლო დაწესებულება:

როდიდან:

როდემდე:

კვალიფიკაცია:

ხარისხი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

18.

 

 

 

 

უცხო ენების ცოდნა (კითხულობთ და თარგმნით ლექსიკონით, შეგიძლიათ საუბარი, იცით კარგად)  

 

19.

 

 

ოჯახური მდგომარეობა (დაქორწინების, განქორწინების წელი, ქვრივი)

 

 

 

 

 

20.

ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ:

ნათესაური კავშირი

სახელი,

გვარი

პირადი

ნომერი

დაბადების წელი, ადგილი

მოქალაქეობა

საცხოვრებელი ადგილი

სამუშაო ადგილი, თანამდებობა

მეუღლე

 

 

 

 

 

 

 

 

 

მამა

 

 

 

 

 

 

 

 

 

დედა

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

და

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

21.

ინფორმაცია თქვენს საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები პირების შესახებ

სახელი, გვარი:

პირადი ნომერი:

მისამართი:

სამუშაო ადგილი:

თანამდებობა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

22.

მოქმედი დისციპლინური სასჯელი

 

 

 ტიპი, მიზეზი:

 

 

 

 

23.

 

ყოფილხართ თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ? 

(მათ  შორის  თუ შეგეხოთ  გათავისუფლება სასჯელის მოხდისაგან ან სასჯელის შემცირება ამნისტიით ან შეწყალებით)

 

 თარიღი, მიზეზი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

24.

მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სისხლის სამართლის პროცესში  (როგორც დაზარალებული, მოსარჩელე, განსასჯელი) ან რომელიმე სამოქალაქო სამართლის საქმეში?

 სტატუსი,თარიღი, მიზეზი:

 

 

 

 

 

25.

დაგეკისრათ თუ არა ადმინისტრაციული სასჯელი (თუ ჯერ არ არის გაუქმებული),

მათ შორის საზღვარგარეთ ?

 მიზეზი, სანქციები:

  

 

 

26.

ყოფილხართ როდესმე გაძევებული რომელიმე  ქვეყნიდან ?

 ქვეყანა, თარიღი, მიზეზი:

 

  

 

27.

გქონიათ თუ არა თქვენ ან თქვენს ახლო ნათესავებს არასამსახურებრივი კავშირი უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან ?

 თარიღი, ადგილი, რა ხასიათის:

  

 

 

28.

ყოფილა თუ არა თქვენი და თქვენი

ნათესავების წინააღმდეგ შანტაჟის,

მუქარის ან/და რაიმე საფრთხის (ან მცდელობის) შემთხვევები ცალკეული პირებისგან, ან რომელიმე ორგანიზაციიდან,  უწყებიდან

 

 

29.

ყოფილხართ  თუ  არა  როდესმე რეგისტრირებული  სამედიცინო დაწესებულებაში მავნე ჩვევებისა და მიდრეკილებების გამო ?

(ალკოჰოლიზმი, ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენება, მენტალური (სულიერი) დაავადებები)

 

 

30.

გაგივლიათ თუ არა როდესმე ფსიქოთერაპევტის, ფსიქიატრის, ნარკოლოგის კონსულტაციები ?

 მიზეზი, დროის პერიოდი:

 

 

 

31.

იყენებდით  (იყენებთ) თუ  არა ანტიდეპრესანტებს  ან  ფსიქოტროპულ  საშუალებებს?

 

 

32.

რომელი რელიგიური სარწმუნოების,

რელიგიური ორგანიზაციის  (მათ შორის   არატრადიციულის) მიმდევარი ხართ ?

 

 

33.

ხართ თუ არა რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანების, პოლიტიკური

ორგანიზაციის (პარტიის) წევრი ?

 დასახელება, სტატუსი, დროის პერიოდი:

 

 

 

34.

გთხოვთ, აღნიშნოთ ყველა ის პროფესიული, სოციალური ან

საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის წევრი ხართ ან იყავით

დასახელება:

როდიდან:

როდემდე:

მოქმედების მიზანი და ფუნქცია:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

35.

რა თანხას შეადგენდა საანგარიშო წლის განმავლობაში თქვენ მიერ მიღებული შემოსავალი

 

 

 

36.

გაქვთ თუ არა ძირითადი საქმიანობიდან განსხვავებული შემოსავალის წყარო  (აღწერეთ)

 

 

37.

ინფორმაცია თქვენ მიერ ფინანსური და

ქონებრივი დეკლარაციის შევსების შესახებ

(შევსების თარიღისა და იმ ორგანოს დასახელების მითითებით, რომელშიც ჩააბარეთ დეკლარაცია)

 

 

 

 

38.

იყავით თუ არა ჩაბმული სამხედრო კონფლიქტში როგორც მონაწილე ან მსხვერპლი

(როდის, სად, მიზეზი)?

 

 

39.

იყავით თუ არა საზღვარგარეთ ბოლო

ხუთი წლის განმავლობაში

(სად, როდის, რა მიზნით, დაფინანსების წყარო)  

 

 

40.

არსებობს თუ არა ფაქტები, ინფორმაცია ან

ისეთი გარემოება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს პირადად თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შანტაჟისა და

დისკრედიტაციის მიზნით?

 

 

           

 

 

მე, _____________________________________________________, ვადასტურებ ხელმოწერით, რომ კითხვარი შევავსე უშუალოდ და გაფრთხილებული ვარ, რომ ჩემ მიერ კითხვარში დაფიქსირებული ინფორმაცია იქნება გადამოწმებული.

 

მე, ამ დოკუმენტის შემვსები, ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერი შეგნებული არასწორი პასუხი ან ფაქტების შეცვლა შეიძლება გახდეს ჩემთვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებაზე უარის თქმის მიზეზი, ხოლო აღნიშნულის აღმოჩენა დაშვების მიღების შემდეგ გამოიწვევს დაშვების ავტომატურ გაუქმებას.

 

მე თანახმა ვარ მოთხოვნისთანავე წარვუდგინო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დამატებითი დოკუმენტაცია კითხვარში დაფიქსირებული საკითხების დასაზუსტებლად და ჩემი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

 

მე ვიღებ ვალდებულებას, კითხვარში დაფიქსირებული ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, არაუგვიანეს ერთ თვეში წერილობით ვაცნობო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

 

ზემოაღნიშნულს ვადასტურებ:                                                      _________________

                                                                                                                    (ხელმოწერა)

 

                                                                                                     ,, ____”  ____________   20 __ წ.

 

 

დანართი №3

 

ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ა:

 

მე,  __________________________________________________________________________

                                                                              (სახელი, მამის სახელი, გვარი)

 

ვიღებ რა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას  -------------------- ფორმით, ვკისრულობ ვალდებულებას:

                ა) არ გავამჟღავნო ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი ცნობები, რომლებსაც მომანდობენ ან ჩემთვის ცნობილი გახდება სამსახურის (სამუშაოს) მიხედვით;

                ბ) ზუსტად შევასრულო ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მოთხოვნები და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის უზრუნველმყოფი ბრძანებები, ინსტრუქციები და დებულებები;

                გ) იმ შემთხვევაში, თუ გარეშე პირები შეეცდებიან მიიღონ ჩემგან ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი ცნობები, დაუყოვნებლივ შევატყობინო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს;

                დ) სრულად და დროულად შევატყობინო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანკეტური და ავტობიოგრაფიული მონაცემების ცვლილებების შესახებ.

                მე ვარ გაფრთხილებული, რომ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი ცნობების გამჟღავნების ან დოკუმენტებისა და საგნების დაკარგვისათვის, აგრეთვე საიდუმლოების რეჟიმის სხვა დარღვევებისათვის დამეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

                                                                          -------------------------------------------

                                                                                               (ხელმოწერა)

 

                ინსტრუქტაჟი გამართა      ---------------------------------------------------------------

                (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და გვარი)    

                                                                                                                                                                             

” -------”  ------------------------  20   წ.        

 

                სამსახურიდან დათხოვნის (დაშვების ვადის გასვლის) შემდეგაც დავიცავ ამ ვალდებულების ”ა” ,”ბ” და ”გ” პუნქტების მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პასუხს ვაგებ კანონით დადგენილი წესით.

 

                                                -------------------------------------------

                                                (ხელმოწერა)

 

                ინსტრუქტაჟი გამართა      --------------------------------------------------------------

                (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და გვარი)    

 

” -------”  ------------------------  20   წ.