„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019230
165
01/04/2016
ვებგვერდი, 05/04/2016
010240030.10.003.019230
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №165

2016 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში (სსმ, 172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

 

ნოდარ ხადური                   -

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

ლაშა ხუციშვილი                -

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ლერი ბარნაბიშვილი         -

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

მამუკა ბარათაშვილი         -

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

დავით გაბლიშვილი          -

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი;

დავით მოლოდინი             -

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ზვიად კორძაია                    -

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი;

გიორგი მალძიგაშვილი     -

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი;

ზვიად ჭუნაშვილი             -

ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩეველი;

მირიან გამეზარდაშვილი -

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

   

ნინო ფოდიაშვილი            -

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ექსპერტი საგადასახადო საკითხებში;

დავით ცერცვაძე                 -

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი;

გიორგი ფერაძე                   -

სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;

დანიელ გახარია                 -

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი