„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016528
204
20/04/2016
ვებგვერდი, 21/04/2016
140130000.22.034.016528
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №204

2016 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016411) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-10 მუხლის:

ა) „ა-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიციის ატაშეებითა და მეკავშირე ოფიცრებით;

ბ) კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთის ქვეყნებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების აპარატის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფას;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების მიზნით, სამინისტროს მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად მონაწილეობს პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციაში;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავი და უსაფრთხოების ორგანოებიდან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნების მიღებას, დამუშავებას, სამინისტროს მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის რეაგირებას, აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნების სხვა დანაყოფში/დაწესებულებაში შესასრულებლად გადაგზავნას, ასევე მათი შესრულების კოორდინაციასა და კონტროლს;“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან შეთანხმებით შესაბამისი მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე/კურსებზე მოსამსახურეების გაგზავნა;“.

მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი