დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის N125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016619 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016540, 11/09/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;“. 2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაციას, ანალიზსა და ელექტრონული საშუალების ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების კოორდინაციას, ანალიზს, შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენას; გ) ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ტექნიკური საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დროს, მონაწილეობს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში; ე) უზრუნველყოფს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ტექნიკური საშუალებების პერიოდულ შემოწმებას მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები