„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.102.016138
5
01/04/2016
ვებგვერდი, 06/04/2016
270070000.35.102.016138
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
 
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2016 წლის 1 აპრილი

ქ.თბილისი

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის)   მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge;  05/01/2016; 270070000.35.102.016133) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით  დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, ხოლო ცალკე მედიკამენტოზური მკურნალობის ნაწილში - 250 ლარს.“;

ბ) დადგენილებით  დამტკიცებული წესის მე-20 და 21-ე მუხლი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი