დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017099 |
|
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ტესტირების ენა 1. ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. 2. ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე, აპლიკანტის მიერ მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი სარეგისტრაციო განაცხადში ტესტირების ენად მიუთითებს რუსულ ენას, იგი არ არის უფლებამოსილი ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უცხო ენად ჩააბაროს რუსული ენა.“. 2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) აპლიკანტის მიერ არჩეული ტესტირების ენა. აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს ტესტირების მხოლოდ ერთი ენა.“. 3. 25-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, დაწესებულების მიერ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ აპლიკანტის ჩარიცხვის შემთხვევაში, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების გზით, დაწესებულება ვალდებულია ამ პირთათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით.“. 4. 252 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 253 მუხლი: „მუხლი 253. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენოვანი ტესტირების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის გაგრძელება 1. ამ დებულების 25-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტი, ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია: ა) სწავლა განაგრძოს იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი ტესტირების ფარგლებში ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად გადავიდეს ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, რომელზეც სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე; დ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა არ მოაკლდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა მომდევნო მიღებისათვის დადგენილ მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას. 3. ამ დებულების 25-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის მიერ ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.“. 5. 34-ე მუხლს მე-17 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი: „18. ცენტრის მიერ ორგანიზებული 2016 წლის გაზაფხულის პროფესიული ტესტირების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები (ტესტების მომზადება და აპლიკანტთა რეგისტრაცია) ჩაითვალოს ამ დებულების შესაბამისად განხორციელებულად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები