დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N61-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.038.016621 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაში (სსმ, 010240030.22.038.016476, 30/06/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უსაფრთხოების მთავარი სამმართველო: ა) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის, უსაფრთხოების დაცვას; ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმებს; გ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და წარმართავს პენიტენციურ დაწესებულებათა უსაფრთხოების სამსახურების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვაში; ვ) მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებაში; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებაში; თ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანას; ი) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენას, აღკვეთას, პრევენციასა და უსაფრთხოების დაცვას; კ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პენიტენციური დაწესებულებების დღის განრიგის შემუშავებაში; ლ) შეიმუშავებს და ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმებს; მ) დახმარებას უწევს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლს; ო) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; ჟ) სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახდენს მათზე რეაგირებას; ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები