დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და აკაკი ხორავას ქუჩებისგადაკვეთაზე, №31 საჯარო სკოლის დასავლეთ მხარეს არსებულ მოედანზე მოწყობილი სატრანსპორტო წრიული კუნძულისათვის „მშვიდობის მოედნის“ სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 247 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.123.016001 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №247
2016 წლის 30 მარტი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და აკაკი ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე, №31 საჯარო სკოლის დასავლეთ მხარეს არსებულ მოედანზე მოწყობილი სატრანსპორტო წრიული კუნძულისათვის „მშვიდობის მოედნის“ სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:
მუხლი 1. მიენიჭოს ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და აკაკი ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე, №31 საჯარო სკოლის დასავლეთ მხარეს არსებულ მოედანზე მოწყობილ სატრანსპორტო წრიულ კუნძულს „მშვიდობის მოედნის“ სახელი.
მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, შოთა მურღულიას, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო წრიული კუნძულის სახელდებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /მისამართი: ვ.კუპრაძის ქუჩა №11/, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. განკარგულება ამოქმედდეს 2016 წლის 30 მარტს.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები