„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.034.016539
252
17/05/2016
ვებგვერდი, 18/05/2016
120260000.22.034.016539
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №252

2016 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120260000.22.034.016259) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან როგორც ყაზარმული, ასევე ცვლიანი სამსახურის სახით. სამსახურის გავლის პერიოდში მათ მეცადინეობა უტარდებათ შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამების მიხედვით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი