„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1651
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016349
1651
01/04/2016
ვებგვერდი, 04/04/2016
010170000.22.029.016349
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1651

2016 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებულ „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ დანართ №4-ში და „სოციალური კრიტერიუმი“ დანართ №5-ში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ დანართ №4-ის და „სოციალური კრიტერიუმი“ დანართ №5-ის სახით.

2. ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ დანართი №8 და „დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმა“ დანართი №81.“

3. ბრძანების პირველი მუხლის, პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ (შემდგომში წესი) (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც განყოფილების შესაბამისი თანამშრომელი აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თუ აღნიშნული განყოფილების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დევნილთა დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით;“;

ბ) წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ;

ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის შესახებ“ (დანართი №8) (შემდგომში მონიტორინგის ფორმა) მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე  აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“ ;

გ) წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე დამუშავებული განაცხადები, თანდართული დოკუმენტაციით, ამავე პუნქტებში მოცემული პროცედურების განხორციელების შემდგომ, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის გადაიცემა მიღება-ჩაბარების აქტით.“;

დ) წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული მასალები, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული უნდა იყოს საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მინიჭებული ქულები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით მოცემული პროექტის ფარგლებში.“;

ე) წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 143 პუნქტი:

143. ამ მუხლის 141 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 1 თვის ვადაში, დეპარტამენტი უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის ასახვას დევნილთა მონაცემთა ბაზაში, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.“;

ვ) წესის 51 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2016 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი ფაქტობრივი საცხოვრებელი.“;

ზ) წესის 51 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების და დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ, გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) დეპარტამენტის მიერ ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით. იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების თაობაზე მინისტრის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი არის შესაბამისი თანხის გადარიცხვის საფუძველი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 1 თვის ვადაში, დეპარტამენტი უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის ასახვას დევნილთა მონაცემთა ბაზაში, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.“;

თ) წესის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებითი განსახლების მიზნით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი განიხილავს და დაამუშავებს განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას. დეპარტამენტის მიერ განცხადების დამუშავება გულისხმობს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმის“ (დანართი №81) შედგენას.

4. დამუშავებული მასალები, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის, სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის, მისი მოადგილისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული დევნილთა საიდენტიფიკაციო მონაცემები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ დამუშავებული მასალები კომისიას გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ერთ კრიტერიუმს მაინც.“;

ი) წესის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, მაგრამ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შევსებული „დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმიდან“ იკვეთება, რომ დევნილი ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ დროებით განსახლებას, კომისია უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს კონკრეტული განცხადება.“ .

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი