დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის N108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1648 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016346 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანების (სსმ III, №134, 19.10.2010, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.22.029.016011) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში (შემდგომში –
დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ პუნქტები: „დ) შეადგინოს სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსი; ე) უზრუნველყოს ტერიტორიული ორგანოების ბალანსის შედგენა და მათი საბუღალტრო საქმიანობა.“. 2. დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო: ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას; ბ) სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფებიდან წარმოდგენილი ბალანსებისა და ანგარიშგების საფუძველზე ადგენს სამინისტროს ნაერთ ბალანსს; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვას და დროულად გაცემას; დ) მონაწილეობას იღებს არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარებაში და ახორციელებს ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროულ განსაზღვრასა და ბუღალტრულ აღრიცხვაში მის ასახვას; ე) აწესებს კონტროლს სალაროს მუშაობაზე; ვ) უზრუნველყოფს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროულ აღრიცხვას; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; თ) უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოების ბალანსის შედგენას და მათ საბუღალტრო საქმიანობას.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ძალაშია 2016 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები