დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის N45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1647 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.22.029.016350 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანების (სსმ, 64, 07/06/2010) (სსმ III, 07.06.2010, №64, მუხ. 969) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულებაში (შემდგომში –
დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის (შემდგომში – დევნილი), სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის (ეკომიგრანტი) (შემდგომში – ეკომიგრანტი), მიგრანტთათვის, თავშესაფრის მაძიებელთათვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და სხვა დაინტერესებულ პირთათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;“ . 2. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„პ“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; კ) დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა, მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და სხვა დაინტერესებულ პირთა წერილების, საჩივრების, წინადადებების, განცხადებების, კორესპონდენციის, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი შეთანხმება და/ან გამოცემა; ნ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება; ო) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ კონსულტაციას უწევს დევნილებს, ეკომიგრანტებს, მიგრანტებს, თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს და სხვა დაინტერესებულ პირებს;“. 4. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსა და სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსებს ჰყავთ თითო მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს შესაბამისი სამმართველოს უფროსის მოადგილე. იგი ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“ . |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ძალაშია 2016 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები