” ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

” ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016248
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
31/03/2016
ვებგვერდი, 05/04/2016
010250050.35.138.016248
” ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2016 - 31/01/2018)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2016 წლის 31 მარტი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების   შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 

დამტკიცდეს   ,,ახალციხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება’’  დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის  №12 დადგენილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 21/07/2014, ს/კ 010250050.35.138.016139).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



ახალციხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ,, ახალციხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური“ , (შემდგომში – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული  ერთეული,  რომელიც  უზრუნველყოფს  კულტურის,  სპორტის,  განათლების, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარების,  ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროექტებისა და პროგრამების  შემუშავების განხორციელებას.  ანალიზს უწევს არსებული გენდერული თანასწორობის  პრობლემების იდენტიფიკაციას, გენდერული სტატისტიკის წარმოებას, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მისაღწევად  ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების დაგეგმვასა და შესაბამის წინადადებათა მომზადებას უფლებამოსილების ფარგლებში.
2. სამსახური   თავის   საქმიანობას   წარმართავს   მოქმედი   კანონმდებლობის,    გამგეობის   დებულების,   ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის  უფლებამოსილება    და   საქმიანობის   წესი  განისაზღვრება   სამსახურის   დებულებით,   რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახური  თავის საქმიანობას  ახორციელებს  კანონიერების,  საჯაროობის,  სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
5. სამსახურს აქვს დებულება.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის  ქ. №2.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება.
ბ) ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილება.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში,  გამგებლის ბრძანებით,  განყოფილების   უფროსის  უფლებამოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ახალციხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა განვითარებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის გამიზნული  მუნიციპალური  პროგრამების  შემუშავებას  და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებების მართვას კომპეტენციის ფარგლებში;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა   დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობას;
დ) მუნიციპალური სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
ე) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადებას;
ვ) მოქმედი   კანონმდებლობით   და   მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი   აქტებით   განსაზღვრული   სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება
განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ახალციხის   მუნიციპალიტეტში   კულტურის  განვითარების  ხელშეწყობა, ხალხური კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების  გამოვლენა,  კულტურისა და ტრადიციების დაცვის ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება უფლებამოსილების ფარგლებში;
გ) კულტურის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება, პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კულტურის სფერში მოღვაწეთა გამოვლენა და წახალისება;
დ) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით საზღვარგარეთისა და საქართველოს  მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობა;
ე) კულტურისა  და კულტურული  მემკვიდრეობის  ერთიანი  ელექტრონული  მონაცემთა  ბაზის შექმნისა  და განვითარების უზრუნველყოფა;
ვ) კულტურისა და განათლების  სფეროებში  მოღვაწე  პირებისათვის  საპატიო  წოდებების  მინიჭებისა  და მათი  ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება  კანონით დადგენილი წესით;
ზ) განათლების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამგებლის ბრძანების პროექტების მომზადება;
თ) განათლების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, უფლებამოსილების ფარგლებში;
ი) განათლების სფეროში პროგრამების პროექტების შემუშავება და კოორდინაცია;
კ) სკოლამდელი  აღზრდისა  და  სკოლისგარეშე  დაწესებულებების   სათანადო  ფუნქციონირების  მიზნით, წინადადებების მომზადება და კონცეფციების შემუშავება;
ლ) განათლების  სფეროს დაწესებულებებში  ინფორმაციის  შეგროვება,  დამუშავება,  ელექტრონულ  მონაცემთა ბაზაში განთავსება და ანალიზი;
მ) მუნიციპალიტეტში   არსებული   პროფესიული   და  უმაღლესი  სასწავლებლების,   სამეცნიერო ორგანიზაციების ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის ხელშეწყობა;
ნ) სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მოწესრიგების მიზნით,  შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, უფლებამოსილების ფარგლებში;
ო) ქვეყნისა  და მუნიციპალიტეტის  მასშტაბით  ღონისძიებების  მოწყობა  სკოლამდელი  და სასკოლო     ასაკის ბავშვთა მონაწილეობით;
პ) განათლების სფეროს მიკუთვნებული ობიექტების რეაბილიტაციისა მიზნით წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების ხელშეწყობა, უფლებამოსილების ფარგლებში;
ჟ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით წინადადებების მომზადება, უფლებამოსილების ფარგლებში;
რ) ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  გამოსაყოფი  საჭირო  დამატებითი  თანხების  ოდენობასთან  დაკავშირებით, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება;
ს) აღზრდისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელების, პედაგოგებისა და მათთან გათანაბრებული პირების (მეთოდისტი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი) ტრენინგებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
ტ) ძეგლთა  დაცვის  სფეროში  პრიორიტეტების  განსაზღვრის  მიზნით  წინადადებების  მომზადება  და  მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
უ) კულტურული  მემკვიდრეობის  სფეროში  ინფორმაციული  და ტექნიკური  ხელშეწყობის  მიზნით სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
ფ) ისტორიული    ნაწილის   განაშენიანების,    ისტორიული   დასახლებების    დაცვისა   და   არქეოლოგიური გათხრების წარმოების პროცესში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ქ) გამოვლენილი  უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის  დროებითი  დაცვის უზრუნველყოფა  და მისთვის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სამინისტროსათვის წინადადების მომზადება;
ღ) კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

მუხლი 5. ტურიზმის ,სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილება
ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა  და   გენდერული   თანასწორობის    განყოფილების   ფუნქციებია:
ა) ტურიზმის  სფეროში მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვა, შემუშავება და ტურიზმის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა, უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობა, უფლებამოსილების ფარგლებში;
გ) სპორტული ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და რეალიზება;
ვ) საქართველოს  ეროვნულ  ოლიმპიურ  კომიტეტთან,  ფედერაციებთან  და სპორტის  სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ზ) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა;
თ) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ი) სპორტის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით;
კ) ახალგაზრდა მეცნიერებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
ლ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა;
მ) კულტურის დარგის მოღვაწე ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობისთვის ხელშეწყობა;
ნ) მასობრივი   ახალგაზრდული   ღონისძიებების,   ახალგაზრდული   დღეების,   თამაშობების   ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა და განხორციელების ხელშეწყობა;
ო) ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერა და საქმიანობის ხელშეწყობა;
პ) ახალგაზრდობის  სოციალური  პრობლემატიკის  შესწავლა  და  ანალიზი,  მონაწილეობის  მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, უფლებამოსილების ფარგლებში;
ჟ) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, გენდერული ღონისძიებების ხელშეწყობა.

მუხლი 6. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს  სტრუქტურული  ერთეულის საქმიანობას და  პასუხისმგებელია    ამ   ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს   წარუდგენს   სტრუქტურული   ერთეულის   მიერ   მომზადებულ   საკითხებს,   წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს  პერიოდულად   წარუდგენს  ანგარიშს  სტრუქტურული  ერთეულის  მიერ  გაწეული  სამუშაოს შესახებ;
ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების  ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის  წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობაზე  სამსახურებრივ  ზედამხედველობას  ახორციელებს გამგებელი.

მუხლი 7. სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის   განყოფილების    უფროსს    „საჯარო   სამსახურის   შესახებ“   კანონის   შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი  ვალდებულია:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს  შესაბამისი  დებულებითა  და  სამუშაოთა  აღწერილობით  განსაზღვრული  სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი.
3. სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და გამგებლის წინაშე.

მუხლი 8. ახალციხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა   განვითარებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის“ სამსახურის მოხელეთა ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეებს  "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების  შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეები ასრულებენ ზემდგომი უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან გამგებლისა და ზემდგომი ხელმძღვანელის  წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოსამსახურე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
4. მოსამსახურე დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.
5. მოსამსახურე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებით.
6. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობა;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაოს თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

მუხლი 9. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.