„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N56-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N56-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016622
28
01/04/2016
ვებგვერდი, 04/04/2016
010340020.22.038.016622
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N56-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №28

2016 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში (სსმ, 010340020.22.038.016471, 26/06/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

 

1. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნტი:

„ა1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ხელშეწყობა.“.

 

2. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;“.

 

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებათა საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის  ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და დანიშნულებისამებრ მიწოდებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ხელშეწყობას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში მონაცემთა ელექტრონული ბაზების ფუნქციონირებას და მათ განვითარებაზე ზრუნვას;

დ) უზრუნველყოფს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებას;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის კიბერუსაფრთხოებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფასა და მათ ადმინისტრირებას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს  სხვა სახელმწიფო ორგანოებთან  ინფორმაციის გაცვლის მიზნით;

თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელებას;

ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ დავალებებს.

2. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს შემადგენლობაშია პირველი განყოფილება, მეორე განყოფილება და  მესამე განყოფილება, რომელთა შორის ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.“.

 

4. მე-13 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი