„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016247
13
31/03/2016
ვებგვერდი, 05/04/2016
190040000.35.138.016247
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2016 წლის 31 მარტი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ახალციხის მუნიციპალიტეტის  2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  17 დეკემბრის  №50 დადგენილებით (matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი:190040000.35.138.016235) დამტკიცებულ დანართში:

 

1. პირველი მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) სამედიცინო-სადიაგნოსტიკო  გამოკვლევების ერთჯერად დაფინანსებას  შემდეგი რედაქციით:

ა)  მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 120 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა;

ბ)  მოქალაქეს,  რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის  1-ლი  პუნქტის  „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.“.

 

2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების ერთჯერად დაფინანსებას შემდეგი რედაქციით:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება გადასახდელი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 120 000-ის  ჩათვლით, ერთჯერადად  დაუფინანსდება  ქირურგიული მომსახურება გადასახდელი  თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 2200 (ორი ათას ორასი) ლარისა;

გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.“.

 

3. მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სტაციონარულად და ამბულატორიულად ჩასატარებელი მკურნალობის ხარჯების ერთჯერად დაფინანსებას შემდეგი რედაქციით:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა  შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გადასახდელი თანხის 100%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;

ბ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება  ამ მუხლის  1-ლი პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გადასახდელი თანხის 50%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა.“.

 

4. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი მკურნალობის დაფინანსებას (რომელიც არ არის გათვალისწინებული მუხლი 3-ით) შემდეგი რედაქციით:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება, გადასახდელი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 120 000-ის  ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა;

გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება, გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.“.

 

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დამარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“.

 

6. მე-8 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ –სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლებში 100%-ით დაფინანსდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;

გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;

დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილები;

ე) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობლის შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);

ვ)  დედით  ან/და  მამით  ობოლი   ბავშვები   (ბავშვის  ცოცხალი  მშობელი  ან  კანონიერი  წარმომადგენელი რეგისტრირებული უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე);

ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები.

2. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში" და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება  – ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლაში" სწავლის ღირებულების 100%-ით დაფინანსდებიან ახალციხის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებული  და ამავდროულად  ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;

გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ  ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;

დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილები;

ე) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);

ვ) დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები (ბავშვის ცოცხალი მშობელი ან კანონიერი წარმომადეგენელი რეგისტრირებული უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე);

ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები;“;

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  შეღავათი არ ვრცელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალესა და აწყურის  ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოსწავლეებზე.“.

 

7. მე-16 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები 99 წელს გადაცილებული უხუცესები მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“.

 

8. მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ უსინათლო პირები (I-II ჯგუფი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას წლის განმავლობაში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (I ჯგუფი), გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეებისა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას წლის განმავლობაში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

 

9. მე-18 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შშმ ბავშვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას წლის განმავლობაში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

 

10. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება  შემდეგი ოდენობით:

ა) საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;

ბ) არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.“.

 

11. მე-20 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას,  უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით.“.

 

12. 21-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას, მიიღებენ სოციალურ დახმარებას სასურსათო პაკეტის სახით, წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ).“.

 

13. 22-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პირები, რომლებსაც უტარდებათ თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია ჰემოდიალიზით, მიიღებენ სოციალურ დახმრებას 600 ლარის ოდენობით.“.

 

14. 25-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების გაცემის წესის’’  პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურება სავალდებულო არ არის შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის:

ა) სოციალურად დაუცველი პირებისათვის, რომელთა ოჯახების მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120000 -ს;

ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისათვის და შშმ ბავშვებისათვის;

გ) დევნილებისა და ლტოლვილებისათვის.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე