,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016097
1
18/04/2016
ვებგვერდი, 18/04/2016
010320000.33.058.016097
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №1

2016 წლის 18 აპრილი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17.07.2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016044) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
 
 ა) პირველი  მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
,,თ) ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;“;
 
ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
,,მუხლი 11
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“;
 
გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
,,მუხლი 41
ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2.ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ასევე, windows server საფუძვლების ცოდნა, კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ტექნიკური გამართვის უნარი, Microsoft–ის ოპერაციული სისტემების მართვის უნარი და ქსელის საფუძვლიანი ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“.
 
დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
,,ე) ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;“;
 
ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
,,ე1) ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;";
 
ვ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
,,თ) ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;“;
 
ზ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
,,ე1) ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის   2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;“;
 
თ) მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  151 და 152 მუხლები:
,,მუხლი 151
სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი (დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით);
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
4. უცხო ენის (ინგლისური; რუსული) ცოდნა;
5. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“   საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის   №126   დადგენილება;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“
 
 მუხლი 152
სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
3. უცხო ენის (ინგლისური; რუსული) ცოდნა;
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“;
 
ი) ამოღებულ იქნეს  25-ე მუხლი.
 
კ) 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  50-ე მუხლი:
,,მუხლი 50
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის რეგიონალური განვითარების ანალიტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft oFFice Word, Microsoft oFFice Excel, Microsoft oFFice PowerPoint, Microsoft oFFice Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
მეურნეობრიობის ტიპები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაციული ფორმები;ბაზრის როლი აგრობიზნესის განვითარებაში; საწარმოო ფაქტორები და მათი გამოყენების ეფექტიანობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში; წარმოების დანახარჯები; სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია, კოოპერირების ფორმები.".
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრიზაურ ფუტკარაძე