დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.037.016081 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში (სსმ, №136, 04/11/2009) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი განათლება (ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); მიმართულება/დარგი/სპეციალობა/ქვედარგი/სპეციალიზაცია: სავალდებულო – ჰუმანიტარული მეცნიერებანი, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა ან მედიამენეჯმენტი; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი, სასურველია მედიამენეჯმენტის მიმართულებით;“. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი განათლება (ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); მიმართულება: სავალდებულო – ინჟინერია ან სამართალი; ბ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი, სასურველია გარემოს დაცვის მიმართულებით;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები