„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019222
157
31/03/2016
ვებგვერდი, 05/04/2016
010240030.10.003.019222
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №157

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში  (სსმ, 29, 25/02/2008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) რეგისტრაციის სამმართველო;

ბ) სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ბ.ა) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება;

ბ.ბ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება;

გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო;

დ) დევნილთა მისაღები ცენტრი − სამმართველო;

ე) უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველო.“.

2. მე-7 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) სამინისტროს სისტემის ნაერთი ბალანსის შედგენა;

ზ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ბალანსის შედგენა და საბუღალტრო საქმიანობის წარმოება.“.

3. 72 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი