დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.129.016200 |
|
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 852 მუხლის მე-6 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ, 13/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.129.016191) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის V თავი:
„თავი V დებულებები დასახლებისათვის, სადაც რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი
მუხლი 22. რეგულირების სფერო იმ დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ზე მეტია, საერთო კრების ჩატარების და საქმიანობის წესი განისაზღვროს ამ დებულების მე-4 თავის შესაბამისად.“; |
ბ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI თავი:
„თავი VI გარდამავალი დებულებები მუხლი 23 ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს: ა) მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება; ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება და 2000-ზე ნაკლებია; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ზე მეტია; დ) თითოეულ დასახლებაში რეგისტირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრა; ე) რჩეულის კანდიდატთა ბიულეტენების ფორმის, ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები