დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის N123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016516 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, სარეგისტრაციო კოდი –
140130000.22.034.016412) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ დანაყოფებში, მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, მომსახურების სააგენტოში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, მათი საქმიანობის შემოწმებას, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენების წესის კონტროლს, სამინისტროს სისტემაში შესაძლო დარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების პრევენციას;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები