დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 137 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016518 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/03/2016 - 31/03/2016)
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში (სსმ №12, 01/02/2010, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.014156) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორი (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებულ ან პატიმრობაშეფარდებულ პირთა დროებითი მოთავსება.“; გ) მე-9 მუხლის: გ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იზოლატორის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“; გ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და აცნობებს შესაბამის პროკურორს იზოლატორში მომხდარი ყველა იმ შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური ძალა ან სპეციალური საშუალებები დაკავებული პირის მიმართ;“; გ.გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) აღრიცხავს და ინახავს იზოლატორის შესახებ ბრძანებებს, ინსტრუქციებს, საიდუმლო საქმეებსა და დეპარტამენტის მითითებებს;“. 3. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) მოთავსებული პირი ვალდებულია: ა) ზუსტად დაიცვას იზოლატორში არსებული დღის განრიგი; ბ) შეასრულოს იზოლატორის ადმინისტრაციის მოთხოვნები; გ) იყოს თავაზიანი იზოლატორის თანამშრომლებისა და სხვა დაკავებული პირების მიმართ; დ) გაუფრთხილდეს იზოლატორის ინვენტარს, მოწყობილობასა და სხვა ქონებას; ე) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო წესები; ვ) საკნიდან გადაადგილების შემთხვევაში ხელები ჰქონდეს ზურგს უკან. “. 4. ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მიღების საფუძველი და წესი 1. დაკავებული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) მიჰყავთ კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები