დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6/9 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016295 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.01.2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016285) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 22 867.9 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 24 038.6 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 4 287.9 ათ. ლარით; ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 0.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.გ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 4 027.9 ათ. ლარი; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით.“; ბ) დადგენილების დანართის (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი): ბ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
„
ბ.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
„ ბ.გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19 967.9 ათ. ლარის ოდენობით.
„
ბ.დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4 287.9 ათ. ლარის ოდენობით.
„
ბ.ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 15 781.2 ათ. ლარის ოდენობით.
„
ბ.ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 159.0 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 059.0 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 900,0 ათ. ლარის ოდენობით.
„
ბ.ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
„
ბ.თ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -972.3 ათ. ლარის ოდენობით.“
ბ.ი) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -198.4 ათ. ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისათვის „ექსკავატორ-მტვირთავის შეძენა“ (2008 წ.), „საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების შეძენა“ (2008 წ.), „ქ. ფოთში რუხაძის, ვაჟა-ფშაველას, გორგასლის ქუჩების რეაბილიტაცია“ (2009 წ.), „ქალაქ ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის (ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი გზა), ჭავჭავაძის ჩიხისა და მდინარე რიონის გასწვრივ (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია“ (2011წ.), ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრედიტო ვალდებულებები (კრედიტების ძირითადი თანხა) მუნიციპალური განვითარების ფონდისადმი 2016 წელს შეადგენს 148,4 ათ. ლარს. 2015 წლის კრედიტორული დავალიანებები შეადგენს 50.0 ათ. ლარს, ხოლო 2016 წლის საქართველოს მთავრობიდან მიღებული სესხის დაფარვა შეადგენს 2000.0 ათ. ლარს.”;
ბ.კ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის 1.3 და 1.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სადღესასწაულო ქალაქგაფორმება, დიდების მემორიალის, სკვერების, პარკების, ქალაქის ქუჩებისა და მრავალბინიანი ს/სახლების გამწვანებული ეზოების მოვლა-პატრონობა, მრავალბიანიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობა, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაცია, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტირება, 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაციის პროექტირება, მშვიდობის ქუჩის N13-ში მდებარე შენობის (ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფო) კაპ. შეკეთება და სხვა ღონისძიებები.
1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად 2016 წელს განხორციელდება სახელმწიფო დროშების შეძენა, საახალწლო და სადღესასწაულო ქალაქგაფორმება, საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარის შეძენა, რადიო-საათის მოვლა-პატრონობა, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალის, ცენტრალური და სხვა პარკებისა თუ სკვერების მოვლა-პატრონობა, სკვერებსა და პარკებში სკამების მოწყობა, მრავალბიანიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობა, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაცია, მშვიდობის ქუჩის №13-ში მდებარე შენობის (ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფო) კაპ. შეკეთება და სხვა.“;
ბ.ლ) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის 4.2, 4.2.1, 4.2.2 და 4.3 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2 ჯანდაცვის სხვა პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) ჯანდაცვის სხვა პროგრამები მოიცავს მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამას, მოსახლეობის და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირების პროგრამას, გინეკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევისა და პროფილაქტიკის პროგრამას, სასმელი, სარეკრიაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარiულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარiულ-ქიმიური გამოკვლევის პროგრამას.
4.2.1 მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსებას, მათ შორის ძვირადღირებულ ოპერაციებს, გამოკვლევებს.
პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, ფორმა №100, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომართვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პირადობის მოწმობის ასლი. მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში. განხილვისას გათვალისწინებული იქნება ავადმყოფის ასაკი, დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ავადმყოფის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა და დამტკიცებული ლიმიტი. ავადმყოფისთვის გადასარიცხი თანხა განსაზღვრულია არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პაციენტს საბიუჯეტო წლის განმავლობაში დახმარება შეიძლება გაეწიოს არაუმეტეს ორჯერ. თანხები გამოიყოფა შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
4.2.2 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამით განხორციელდება მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსი გადანაწილებულია: ა) მოსახლეობის ერთჯერადი (70-ლარიანი) დახმარება 60.0 ათ. ლარი; ბ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა დახმარება 20.0 ათ. ლარი.
პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100, პირადობის მოწმობის ასლი, აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი. მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში. განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ავადმყოფის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნა, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა. აღნიშნული პროგრამით პაციენტებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოს ერთჯერადად 70 ლარის ფარგლებში, ხოლო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საერთო დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიმართვის, შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე. პროგრამის მომსახურე აფთიაქ(ებ)იდან ანგარიშის წარდგენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში მოხდება თვეში ორჯერ.
4.3 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა ოჯახების დახმარებას, დაუძლურებული და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილებზე და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.“;
ბ.მ) ბიუჯეტის დანართის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს 4.8 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.8 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 08) პროგრამის მიზანია შინმოვლის სერვისის განვითარებისა და დანერგვის გზით უნარშეზღუდული/მოწყვლადი მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან.
პროგრამის მართვა: პროგრამა ითვალისწინებს დაუძლურებული და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის, კვალიფიციური მედდების, ექიმისა და ტექნიკური მუშაკის დახმარებით, სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილებზე. სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: საკვებისა და მედიკამენტების მიღებას, ნაწოლების დამუშავებას, წნევის კონტროლს, საწოლიდან წამოდგომას, პირად ჰიგიენას, ყოველდღიურ ინსტრუმენტალურ აქტივობებს და სხვას. პროგრამის ბენეფიციარია 35 ავადმყოფი.“;
ბ.ნ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: “მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“ |
მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების თანახმად: |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 მარტის №144 ბრძანების „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
გაიზარდა „ვალდებულებების ზრდა“ 2000,0 ათ. ლარით და სულ შემოსულობები განისაზღვრა 23 867,9 ათ. ლარითж; |
ბ)
გაიზარდა “მგფ-ს და სხვა ვალდებულებების დაფარვა” „ვალდებულებების კლება“ 2000,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 2 148,4 ათ. ლარით, სულ გადასახდელები განისაზღვრა 25 038,6 ათ. ლარით; |
გ)
განხორციელდა გამოყოფილი სახსრების 2000,0 ათ. ლარის ასახვა (ჩანაცვლება) შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის (მათ შორის პროგრამებში და ღონისძიებებში). |
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 16 მარტის №176 ბრძანების „2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
შემცირდა „კეთილმოწყობის ღონისძიებების“ „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 669,2 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „სხვა ხარჯების“ მუხლი; |
ბ)
შემცირდა „სარიტუალო მომსახურების“ პროგრამის „სოციალური უზრუნველყოფის“ ხარჯი 36,0 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „სხვა ხარჯების“ მუხლი; |
გ)
შემცირდა „გინეკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევისა და პროფილაქტიკის“ პროგრამის „სოციალური უზრუნველყოფის“ ხარჯი 0,9 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „ვალდებულებების კლება“; |
დ)
შემცირდა „ა(ა)იპ "სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება - რაგბის სასპორტო სკოლის“ „სუბსიდიების“ ხარჯი 3,0 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „არაფინანსური აქტივების ზრდა“; |
ე)
შემცირდა „ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ოლიმპიური ჩემპიონის – ვიქტორ კრატასიუკის სახელობის კანოე კლუბის“ „სუბსიდიების“ ხარჯი 0,5 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „არაფინანსური აქტივების ზრდა“; |
3.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 16 მარტის №177 ბრძანების „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
შემცირდა „ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები“ 1000,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 4027,9 ათ. ლარით; |
ბ)
შემცირდა “კეთილმოწყობის ღონისძიებების” „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 1000,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 2 510,2 ათ. ლარით. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 30 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები