„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 128
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016511
128
30/03/2016
ვებგვერდი, 31/03/2016
140130000.22.034.016511
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №128

2016 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №738 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016475) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) შეიარაღების სამმართველო.“.

 

2. მე-7 მუხლის:

ა)  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან ყოველდღიური კვების კმაყოფაზე გასათვალისწინებელ მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ განაცხადის მიღება, დამუშავება და  შესაბამისი დისლოკაციის ადგილის მიხედვით განაწილება;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“–„ნ“ ქვეპუნქტები:

„თ) შესაბამის საწყობში შემოსული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის,  ასევე საწყობში არსებული კვების პროდუქტებისა და მშრალი საკვების ვარგისიანობის მიზნით ვადების შემოწმება; კვების პროდუქტების, მშრალი საკვებისა და სამზარეულო ინვენტარის დასაწყობება და სათანადო დუკუმენტაციის მიხედვით გაცემა;

ი) მოსამსახურეთა საველე სწავლების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების პირადი შემადგენლობის ნორმირებული სანივთე ქონებით უზრუნველყოფა;

ლ)  ჩამოსაწერი ან გადასაცემი მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება; სხვადასხვა დანაყოფიდან დაზიანებული ან/და ჩამოსაწერი მატერიალური ფასეულობების მიღება-ჩაბარება გაფორმებული დოკუმენტაციის შესაბამისად და სათანადო დოკუმენტაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირების მიზნით;

მ) სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯავშანტექნიკის საწვავ-საპოხი მასალით მომარაგების უზრუნველყოფა;

ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

 

3. მე-8 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროს შესაბამის დანაყოფზე რიცხული სპეციალური, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებით სურსათისა და მატერიალური ფასეულობების გადაზიდვა საქართველოს რეგიონებში დისლოცირებულ სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში;“;

 ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) სამინისტროს შესაბამის დანაყოფებსა და მათ ბლოკ-საგუშაგოებზე საფორტიფიკაციო და სხვა სახის სპეციალური სამუშაოების წარმოება სპეციალური ტექნიკის მეშვეობით;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

 

4. მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება (ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლი); გახარჯული სამშენებლო მასალების აღრიცხვის წარმოება, ჩამოსაწერი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი დოკუმენტაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენა შემდგომი რეაგირების მიზნით;“.

 

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

„მუხლი 12. შეიარაღების სამმართველოს კომპეტენცია:

 შეიარაღების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს დანაყოფების იარაღით, საბრძოლო მასალით, აღჭურვილობით უზრუნველყოფა და მათ ბრუნვაზე კონტროლის განხორციელება;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა, კონტროლი;

გ) იარაღის ტექნიკური მდგომარეობის, მისი შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისიანობის დადგენა ან/და გაუმართავი შეიარაღების აღდგენა-შეკეთება;

დ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა, საიდუმლო საქმისწარმოება;

ე) ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ან მინისტრის დავალების შესაბამისად სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი