„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 15/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016513
130
30/03/2016
ვებგვერდი, 31/03/2016
010240030.22.034.016513
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №130

2016 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.034.016265) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) სამინისტროს სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;“.

     2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სამობილიზაციო სამმართველო.“.

     3. დაემატოს შემდეგი შინაარსის X თავი:

„თავი X

სამობილიზაციო სამმართველოს კომპეტენცია

      მუხლი 12

      სამობილიზაციო სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სამობილიზაციო მზადყოფნას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სამობილიზაციო გეგმებისა და პაკეტების შემუშავებას;

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით ახორციელებს სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, გაცემის, განახლების, შეცვლისა და ჯავშნიდან მოხსნის ოპერაციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემის სამობილიზაციო მზადყოფნასთან, ასევე ექსტრემალურ ვითარებასთან დაკავშირებულ სწავლებებსა და ვარჯიშებს, უზრუნველყოფს მათი შედეგების შეჯერებასა და ანალიზს;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობისათვის მეთოდურ-პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას და სხვა უწყებებთან სამეთაურო-საშტაბო სწავლებებში მონაწილეობის მიღებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი