„ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.123.016342
132
30/03/2016
ვებგვერდი, 04/04/2016
210020010.35.123.016342
„ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №132

2016 წლის 30 მარტი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებული ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებაში, კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, როგორც მოსახლეობიდან, ასევე ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან მოხდეს თვეში არანაკლებ ოთხჯერ, ხოლო პენიტენციური და ძალოვანი სტრუქტურებიდან – თვეში არანაკლებ თორმეტჯერ“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი