დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.024.016435 |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
1. მდგრადი განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის/ეკონომიკის/ენერგეტიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების/მდგრადი განვითარების სფეროში; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება; გ) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის, „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაცია“ – 1992 - ის, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის დღის წესრიგი 21“ (Agenda 21)-ის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმი (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCC) ფარგლებში დადებული დამატებითი საერთაშორისო შეთანხმება) - ისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური, ფრანგული, ესპანური ან გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა. 2. მდგრადი განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის/ეკონომიკის/ენერგეტიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების/ მდგრადი განვითარების სფეროში; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაცია“ – 1992-ის, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის დღის წესრიგი 21“ (Agenda 21)-ის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმი (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCC) ფარგლებში დადებული დამატებითი საერთაშორისო შეთანხმება)-ისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური, ფრანგული, ესპანური ან გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა. 3. მდგრადი განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის/ეკონომიკის/ენერგეტიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების/მდგრადი განვითარების სფეროში; ბ) სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება/შესაბამის სფეროში გავლილი სტაჟირება/პრაქტიკა; გ) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაცია“ – 1992-ის, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის დღის წესრიგი 21“ (Agenda 21)-ის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმი (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCC) ფარგლებში დადებული დამატებითი საერთაშორისო შეთანხმება)-ისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური, ფრანგული, ესპანური ან გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა;
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები