დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016374 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №21 ბრძანებაში (ვებგვერდი, 14/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016319) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, ამ პუნქტში მოცემული წესის დაცვით, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე: ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში უფრო ადრე დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში უფრო გვიან დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს სამსახურში მყოფი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში დეპარტამენტის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე.”. 2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, ამ პუნქტში მოცემული წესის დაცვით, ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი: ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში უფრო ადრე დანიშნული განყოფილების უფროსი, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში უფრო გვიან დანიშნული განყოფილების უფროსი; ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში შესაბამისი განყოფილების უფროსის არყოფნის დროს სამსახურში მყოფი განყოფილების უფროსი; გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში განყოფილების უფროსების არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები