,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016361
15
12/04/2016
ვებგვერდი, 13/04/2016
120010000.22.026.016361
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №15

2016 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  გენერალური  ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10  თებერვლის №3 ბრძანებაში (ვებგვერდი,  11/02/2015,  სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016301  ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. გენერალური ინსპექციის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, ამ პუნქტში მოცემული წესის დაცვით, ახორციელებს გენერალური ინსპექციის  უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:

ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში უფრო ადრე დანიშნული გენერალური ინსპექციის  უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში უფრო გვიან დანიშნული გენერალური ინსპექციის  უფროსის მოადგილე;

ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში გენერალური ინსპექციის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს სამსახურში მყოფი გენერალური ინსპექციის  უფროსის მოადგილე;

გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში გენერალური ინსპექციის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული გენერალური ინსპექციის  მოხელე.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი