„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016218
15
30/03/2016
ვებგვერდი, 04/04/2016
010260000.35.140.016218
„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 30 მარტი

დაბა ასპინძა

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:

მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №26 დადგენილებაში და დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მ) ქვეპუნქტი:
„მ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების მოწვევის ორგანიზებისათვის:

მ.ა) არეგისტრირებს საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას;

მ.ბ) გასცემს საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას;

მ.გ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს;

მ.დ) იღებს ცნობად საერთო კრების რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციატივას;

მ.ე) უზრუნველყოფს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე