,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 თებერვლის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 თებერვლის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016363
17
12/04/2016
ვებგვერდი, 13/04/2016
120340000.22.026.016363
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 თებერვლის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №17

2016 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 თებერვლის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


 

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 

ვბრძანებ:


მუხლი 1
 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 თებერვლის №08 ბრძანებაში (ვებგვერდი, 29/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016354) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის:

1.  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, ამ პუნქტში მოცემული წესის დაცვით, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:

ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უფრო ადრე დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში, უფრო გვიან დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე.”.

2. მე-7 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;”.

 

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი