დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.026.016365 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/09/2015 სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.026.016325) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, ამ პუნქტში მოცემული წესის დაცვით, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე: ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში უფრო ადრე დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში უფრო გვიან დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს სამსახურში მყოფი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში დეპარტამენტის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე.”.
2. მე-8 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;”.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები