„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 447
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 07/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 380.000.000.05.001.001.565
  • Word
447
16/09/2004
სსმ, 28, 07/10/2004
380.000.000.05.001.001.565
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„წიაღის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ.12) საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. წიაღისეულის ჯგუფები

ეკონომიკური მნიშვნელობისა და კონიუნქტურის გათვალისწინებით წიაღისეული იყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფებად. სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წიაღისეულის სახეობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

2. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნების საზღვრებს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“.

 3. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. ლიცენზიის გაფორმების წესი

1. წიაღით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს 1/4 ფორმატის, შუაზე გაკეცილ სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდს მისი ყალბად დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. მის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანმიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: „საქართველო“, „წიაღით სარგებლობის ლიცენზია“, ლიცენზიის სერია......, №......, ტიპი......... ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი .................... წლის „......“ ............................

„გაცემულია........................................................…………………………………………….........................

                                                          წიაღით სარგებლობის სახის და ძირითადი მიზნების,

...............................................................................................................................................................................

                                                         სამთო სამუშაოთა წარმოების წესის (ღია, მიწისქვეშა და სხვა) აღნიშვნა

........................................... მიზნით

................................................................................................................………………..……………………….

                                        წიაღის უბნის ადგილმდებარეობის დასახელება ქალაქის, რაიონის, სოფლის

.......................................................................………………………………………............................................

ტერიტორიაზე და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას წიაღით სარგებლობაზე ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ №№.............................. წერტილებზე გამავალი სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის კონტურის შიგნით. ჩამოთვლილი წერტილების X,Y,H ზედა და H ქვედა კოორდინატების ცხრილი წარმოდგენილია ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე.“

„სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის ჰორიზონტალური პროექციის

ფართობია .............…..... ჰექტარი, სამთო მინაკუთვნის მოცულობა ........................ კუბური მეტრი“.

                    (სიტყვიერად)                                                                                  (სიტყვიერად)

     

წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული მიწის მინაკუთვნი დატანილია ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე. მისი

ფართობია ............................. ჰა“.               

                               (სიტყვიერად)

 

„მიწის მინაკუთვნი გამოყოფილია ან მიწათსარგებლობა ხდება .........................................…................

………………………………………………………………………………………………….……………

     საქართველოს ნორმატიული აქტის დასახელება და ნომერი, ან მიწის მესაკუთრესთან, მიწის

.....................................................................................……………………………………............................

              მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება

......................................................................................……………………………………. საფუძველზე“.

 „ლიცენზიის მოქმედების და წიაღით სარგებლობის ვადაა ........ წელი და წყდება ............... წლის „.........“ ..............“.

2. ლიცენზიის მეორე გვერდზე და მესამე გვერდის ნაწილზე ჩამოწერილია წიაღით სარგებლობის, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები: წიაღის გეოლოგიური და სხვა სახის შესწავლისას, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავებისას, სამთამადნო საწარმოთა ნარჩენების ექსპლუატაციისას, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების და სხვადასხვა დანიშნულების მშენებლობისა და ექსპლუატაციისას, რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან.

3. მესამე გვერდის თავისუფალი ნაწილი და მეოთხე გვერდი მთლიანად ხელმოწერის ადგილამდე განკუთვნილია წიაღით სარგებლობის კერძო შემთხვევებისათვის წიაღით სარგებლობის დამატებითი, სალიცენზიო პირობების ჩასაწერად.

4. ლიცენზიის მეოთხე გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში კეთდება სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა ლიცენზიის გაცემის შესახებ, ქვედა მარჯვენა კუთხეში კი წიაღით მოსარგებლე სუბიექტის ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ გაცნობი-ლია ლიცენზიის პირობებს და კისრულობს მათ შესრულებას. ორივე ხელმოწერა დასტურდება სათა-ნადო ბეჭდის დასმით.

5. ლიცენზიის ფორმა იბეჭდება სტამბაში, მასში ჩანაწერები კეთდება ტუშით.

6. ლიცენზიას ერთვის საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ოქმის ამონაწერი ამ ლიცენზიის გაცემის საკითხის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, აგრეთვე სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის პროექტი.

7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნის პროექტი უნდა შეიცავდეს განმარტებით ბარათს და გრაფიკულ მასალას.

8. განმარტებით ბარათში ნაჩვენები უნდა იყოს საერთო ცნობები მოთხოვნილი წიაღით სარგებლობის ობიექტების შესახებ (გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მდებარეობა, ფართობი, მოცულობა, განაშენიანება, სასოფლო-სამეურნეო და ტყის სავარგულების დახასიათება და სხვა). მოკლე გეოლოგიური დახასიათება (სამთო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები, გეოლოგიური შესწავლის ხარისხი, მონაცემები სასარგებლო წიაღი-სეულის მარაგების შესახებ (თუ ლიცენზია მოითხოვება მოპოვების მიზნით); სამთო ნაკვეთის საზღვრების დადგენის საფუძველი; ცნობები მიმდებარე (მოსაზღვრე) სამთო ნაკვეთების შესახებ და სხვა.

9. გრაფიკული მასალა უნდა შეიცავდეს მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად შედგენილ ზედაპირის ტოპოგრაფიულ გეგმას, გეოლოგიური (სტრუქტურული) რუკებისა და ჭრილების ასლებს.

10. ტოპოგრაფიული გეგმის ასლზე ნაჩვენები უნდა იყოს ზედაპირის რელიეფი, გეოდეზიური საყრდენი ქსელის წერტილები, სასარგებლო წიაღისეულის ბუდობების ზედაპირზე ან ნაყარის ქვეშ გამოსავალი, არსებული სამთო გვირაბების (ჭაურების, შტოლნების, შურფების, ჭაბურღილებისა და სხვა) პირები; სასოფლო-სამეურნეო და ტყის სავარგუ-ლების კონტურები, მიწათსარგებლობისა და მიწათსაკუთრების, მიწის მინაკუთვნის საზღვრები ლიცენზიის შესაბამისი სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის კონტურის კუთხეთა წერტილების კოორდინატებისა და სამთო სამუშაოთა მავნე ზეგავლენის საზღვრების აღნიშვნით.

11. ტოპოგრაფიული გეგმის თავისუფალ ნაწილში აღინიშნება ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის პროექციის ფართობი, სამთო მინაკუთვნის მოცულობა, გეგმიდან და ჭრილებიდან განსაზღვრული საკონტურო წერტილების X,Y,H ზედა და H ქვედა კოორდინატთა მნიშვნელობები, გეგმის შევსების თარიღი.

12. ტოპოგრაფიული გეგმის ზედა მარჯვენა ნაწილში დატოვებული უნდა იყოს თავისუფალი ადგილი წარწერის „წიაღით სარგებლობის ლიცენზიის (სერია...... № .... ტიპი ....) დანართი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილი“ გასაკეთებლად და სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერისათვის. ანალოგიური წარწერა კეთდება სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის პროექტის განმარტებით ბარათზე და საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ოქმის ამონაწერზე.

13. ტოპოგრაფიული გეგმის მასშტაბი მიიღება გამოსასახი უბნის ზომებიდან გამომდინარე, წიაღით სარგებლობის სახეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

14. ნახშირის საბადოთა სამთო მინაკუთვნის პროექტში წარმოდგენილი უნდა იყოს ნახშირის ყველა დაძიებული ფენის ჰიფსომეტრიული გეგმები 1:5000 მასშტაბით და მათზე დატანილი უნდა იყოს სამთო მინაკუთვნის საპროექტო კონტურები.

15. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმა ივსება ერთ ეგზემპლარად და ეძლევა წიაღით მოსარგებლე სუბიექტს. ლიცენზიის ფორმა ტარდება სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სამინისტრო. რეესტრში ტუშით შეიტანება ლიცენზიის ფორმაში ჩაწერილი ყველა მონაცემი.

16. სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის პროექტი დგება ორ ეგზემპლარად. ერთი ლიცენზიასთან და საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ოქმის ამონაწერთან ერთად ეძლევა წიაღით მოსარგებლეს. მეორე ეგზემპლარი საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ოქმთან ერთად ინახება წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში.

17. ტოპოგრაფიული გეგმის ერთი ეგზემპლარი, რომელიც შემდგომ ხანგრძლივად ინახება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო საინფორმაციო ფონდში, შესრულებული უნდა იყოს ლავსანზე ან სხვა ანალოგიურ გამჭვირვალე მასალაზე, რომელზედაც შესაძლებელია შტამპისა და ბეჭდის დამაგრება.“.

4. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. ლიცენზიის ფორმა

 ლიცენზიას აქვს შემდეგი ფორმა:

სახელმწიფო გერბი

 საქართველო

 

წიაღით სარგებლობის ლიცენზია

 

                                       სერია ......                    ნომერი .........                  ტიპი ........

 

ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი ...... წლის „.....“ ................

გაცემულია .............................................................................................………………………………........

             იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, ვისზედაც გაიცა ლიცენზია, მონაცემები მის შესახებ, წიაღით

...................................................................................................……………………………………..............

სარგებლობის სახის, ძირითადი მიზნებისა და სამთო სამუშაოთა წარმოების წესის (ღია, მიწისქვეშა და სხვა) აღნიშვნა

............................................................................................…………………………………….....................

......................................................................……………………………………...........................................

..........….. მიზნით ….................................…………………....………….....................................................

                                                       წიაღის უბნის ადგილმდებარეობის – ქალაქის, რაიონის, სოფლის დასახელება

............................................................................................……………………………….... ტერიტორიაზე

და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას წიაღით სარგებლობაზე ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი №№ .............…………………………......................................................

..............................................................……………………………………....................................................

წერტილზე გამავალი სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის კონტურის შიგნით. ჩამოთვლილი წერტილების X,Y,H ზედა და H ქვედა კოორდინატების ცხრილი წარმოდგენილია ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის ფართობი გეგმაზე............................................................ ჰექტარია,

                                                                                                                                                  (სიტყვიერად)

სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის მოცულობა..............................................................კუბური მეტრი.  

                                                                                                            (სიტყვიერად)

სამთო მინაკუთვნში მოქცეული .......................................…......................................................................

                                                                      სასარგებლო წიაღისეულის, მიწისქვეშა ნაგებობებისა და სხვა

რაოდენობა, მოცულობა............………............................................................................ კუბური მეტრია.     

                                                                                                           (სიტყვიერად)

გადასახსნელი ქანების მოცულობა....................კუბური მეტრია, გადახსნის კოეფიციენტი.............….        

                                                                            (სიტყვიერად)   

წიაღით სარგებლობის ობიექტს..................................................................…………...…...........................

                                                                                              მიწის მესაკუთრის ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული

..........................................................................................................................................................................

                                      ან/და ტყით დაფარული ფართობების განმკარგველი უწყების დასახელება

.................. 20....... წლის „.......“............... № ......................................შეთანხმების

საფუძ­ველზე საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს 20... წლის „-------“--------------“ №------------ დასკვნით დაწესებული აქვს მიწის მინაკუთვნი საერთო ფართობით --------- ჰა. ამ ლიცენზიით გათვალის­წი­ნე­ბული საქმიანობისათვის განსაზღვრული მიწის მინაკუთვნი გამოსახულია ლიცენ­ზიაზე დართულ ----------------------- ნომენკლატურის ტოპორუკაზე/ტოპორუკის ნაწილზე, შემოსაზღვრულია №-----------წერტილებზე გამავალი კონტურით და მისი ფართობი შეადგენს -------------------------------------------------------- ჰა-ს.

ამ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყების ვადაა ------- წლის

ლიცენზია გაცემულია ------------------- წლით

ლიცენზია მოქმედია ------------- წლის განმავლობაში -----------------------------

                                                   áÄËÌÏßÄÒÀ

                         Á.À.

 

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

------- წლის განმავლობაში ------------------- წლის განმავლობაში --------------

                           áÄËÌÏßÄÒÀ                           áÄËÌÏßÄÒÀ

Á.À.                           Á.À.

 

წიაღით სარგებლობის პირობები:

 

წიაღით სარგებლობის სამუშაოთა წარმოებაში ……………………………………………………………

                                                                                licenziis mimRebi iuridiuli an/da fizikuri piris dasaxeleba

……………………………………………………………………………………………………………………

 

ის პარტნიორები არიან ………………………………………………………………………………….…

                          partnioris dasaxeleba

წიაღით სარგებლობისათვის ………………………………………………………………………………

                                  licenziis mimRebi iuridiuli an/da fizikuri piris dasaxeleba

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გადასახადი დაწესებულია ----- %-ის განაკვეთით/ფიქსირებული ---------------------------- ლარი -------------------------- მ3(ტ)-ზე -------------

ა) წიაღით სარგებლობის პარამეტრები:

 

მინიმალური ---------------------------------------------------------------------------------

მაქსიმალური ---------------------------------------------------------------------------------

შეუზღუდავი

ბ) წარმოებული სასაქონლო პროდუქცია --------------------------------------------

გ) წარმოებული სასაქონლო პროდუქციის რაოდენობა:

მინიმალური --------------------------------------------------------------------------------------

მაქსიმალური --------------------------------------------------------------------------------------

შეუზღუდავი.

 

წიაღით მოსარგებლის დასახელება

ვალდებულია:

მისთვის ამ ლიცენზიით მიცემული წიაღის უბანზე წიაღით სარგებლობის სამუშაოები აწარმოოს ლიცენზიის პირობების სრული შესაბამისობით, სამინისტროსთან შეთანხმებული და დამტკიცებული პროექტის, სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების, ნავთობის, გაზისა და მიწისქვეშა წყლების საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და ექსპლუატაციის ტექნი-კური წესების დაცვით;

სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიში) წიაღით სარგებლობის, მათ შორის, მარაგების მოძრაობის (მოპოვება, დანაკარგები და სხვა), წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის შესახებ მიღებული შემოსავლების, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში წიაღით სარგებლობისა და სხვა გადასახადების გადახდის თაობაზე წიაღით სარგებლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის (ანგარიშის) და წიაღით სარგებლობის, მათ შორის, სამთო სამუშაოთა, განვითარების გეგმების შედგენის, ლიცენზიაში ლიცენზიის მოქმედების, წარდგენისა და განხილვის წესების აღნიშვნის შესახებ დებულების შესაბამისად;

აწარმოოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მდგომარეობისა და მოძრაობის აღრიცხვა;

წარუდგინოს წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდს წიაღით სარგებლობის პროცესში მიღებული გეოლოგიური, მათ შორის, თვისობრივად ახალი ინფორმაცია ყოველწლიური (ყოველკვარტალური) ანგარიშის სახით 1 თებერვლამდე (კვარტალის შემდეგ მომავალი თვის 1 რიცხვამდე);

სამთო სამუშაოთა წარმოების პროცესში არ დაუშვას დასამუშავებელი და მის მეზობლად მდებარე სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დაზიანება;

შეინახოს და აღრიცხოს თანამდევად მოპოვებული, დროებით გამოუყენებელი მინერალური ნედლეული და უზრუნველყოს მათი და გადასახსნელი ქანების სწორი განლაგება (განთავსება);

უზრუნველყოს მუშაკთა და მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, წიაღისა და გარემოს სხვა ობიექტების, შენობებისა და ნაგებობების დაცვა წიაღით სარგებლობის სამუშაოთა მავნე ზეგავლენისაგან;

შეიმუშაოს და დაამტკიცოს ავარიის ლიკვიდაციის გეგმები;

შეაჩეროს წიაღით სარგებლობის სამუშაოები და დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებს აცნობოს იშვიათი გეოლოგიური და მინერალოგიური წარმონაქმნის, მეტეორიტების, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური და მეცნიერებისა და კულტურისათვის საინტერესო სხვა ობიექტების შემჩნევის შემთხვევები;

წიაღით სარგებლობის დროებით ან მუდმივად შეწყვეტის შემთხვევაში ჩაატაროს საკონსერვაციო ან სალიკვიდაციო სამუშაოები, რაც ორი თვით ადრე აცნობოს სამინისტროს;

წიაღით სარგებლობისას დარღვეული მიწის ფართობს ჩაუტარდეს ტექნიკური და ბიოლოგიური რე-კულტივაცია, მოიყვანოს უსაფრთხოებისა და მიწათსარგებლობის პირობებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში;

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობის გარეშე წიაღით სარგებლობაში არ ჩააბას ის საწარმოები, რომლებიც ლიცენზიით არ არის გათვალისწინებული და რომელთა მიწვევა პარტნიორებად ან მენარდეებად მუშაობის პროცესში შესაძლებელია ხელს აძლევდეს ლიცენზიის მფლობელს და არ გამორიცხავდეს სახელმწი-ფოს ინტერესების უგულებელყოფას;

წიაღით სარგებლობისას მომხდარი კატასტროფების, ავარიისა და უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

...............................................................................................................................................................................

ადგილი ლიცენზიაში კონკრეტული

საბადოსათვის დამატებითი პირობების ჩასაწერად.

.....................................................................................

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი                    გავეცანი ლიცენზიის პირობებს

რესურსების სამინისტროს უფლებამოსილი                        და ვკისრულობ შევასრულო

წარმომადგენელი

………………………………………………….                    ……………………………………………

      ხელმოწერა                                                                                           ლიცენზიის მიმღები იურიდიული ან ფიზიკური

                                                                                                                                                          პირის ხელმოწერა

.........................................................................                       .....................................................................

                                  ბ.ა.                                                                                         ბ.ა.

ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის ფიზიკურ, იურიდიულ პირებს (მათ ხელმძღვანელებს) ეკისრებათ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სხვა სახის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ლიცენზიის ყალბი ფორმის დამზადება ისჯება კანონით.“.

 

5. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. წიაღით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. წიაღით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორცილებს სამინისტრო, რომელთანაც ფუნქციონირებს საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო.

2. სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ფუნქციაა წიაღით სარგებლობისათვის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებების, პროექტების, კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი დასკვნების მიღება, რაც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.

3. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებით. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.

4. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება იყვნენ წიაღით მოსარგებლე სუბიექტების წარმომადგენლები.

5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს დასკვნების საფუძველზე ლიცენზიას აფორმებს, სახელმწიფო რეგისტრაციაში ატარებს, გასცემს, ჩამოართმევს და სახელმწიფო რეგისტრაციიდან ხსნის სამინისტრო. ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების უფლება სამინისტრომ შეიძლება გადასცეს რეგიონალურ საექსპერტო კომისიებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 16 სექტემბერი.

№447-IIს